• უნივერსიტეტის შესახებ გაუ-ს ეთიკის კოდექსი არეგულირებს უნივერსიტეტში გამჭვირვალობის, პატიოსნების, მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს

GAU-ს კურსდამთავრებულები

საინვესტიციო ბანკი "ბი ჯი კაპიტალი"

"რადგან GAU-მ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულა ჩემთვის და რადგან რთულია მოწყდე გარემოს, სადაც ასე გაიზარდე, გაატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შეიძინე შენთვის ძვირფასი ადამიანები, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად კვლავ გაუს მივმართე..."

პროფესორები და ლექტორები

ირმა ღარიბაშვილი იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის "ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჯგუფის წევრი...

ეთიკის კოდექსი

GAU-ს ეთიკის კოდექსი წარმოადგენს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლების (მათ შორის ლექტორების) და სტუდენტების ეთიკური პრინციპების, ღირებულებებისა და ქცევის ფორმულირებას.

კოდექსი მიზნად ისახავს დაეხმაროს თანამშრომლებსა და სტუდენტებს იმ ეთიკური საკითხების გადაჭრასა და დადგენაში, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას მათი მუშაობისა თუ სწავლის პერიოდში. კოდექსი მიმართულია აგრეთვე კოლეგებთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტთან და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დაჯგუფებებთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ.

ეთიკის კოდექსის საშუალებით GAU ახდენს გამჭვირვალობისა და პირდაპირობის, პატიოსნების, წესიერების და პატივისცემის ღირებულებების, მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის და აგრეთვე აკადემიური საკითხების სწავლებას.

GAU-ს ეთიკის კოდექსი შესრულებულ და რეზუმირებულ იქნა ყველასათვის ხელმისაწვდომი წყაროების საფუძველზე. სპეციალური მითითებები “მასწავლებელთა პატიოსნებისა” და “პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობის პასუხისმგებლობის” შესახებ ამოღებულია GAU-სთან აფილირებული ამერიკული უნივერსიტეტის ინტერნეტ გვერდიდან. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს (ყველა მის განახლებულ ვერსიას) ხელს აწერს თითოეული სტუდენტი, ლექტორი და თანამშრომელი.

წაიკითხე GAU-ს ეთიკის კოდექსი