GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

ადმინისტრაცია

რ. მაიკლ ქაუგილი
პრეზიდენტი

საქართველოში გატარებული 14 წლის თავზე რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 35 წლიანი გამოცდილება აქვს ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის დაგეგმვასა და მენეჯმენტში მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი საქმიანობა მოიცავდა სტრატეგიულ ანალიზს, ოპერაციული რისკების მართვას, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობისა და მსოფლიო ბიზნესის განვითარებას. 1999-2003 წლებში...

საქართველოში გატარებული 14 წლის თავზე რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 35 წლიანი გამოცდილება აქვს  მსოფლიოს 40 ქვეყანაში ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის მენეჯმენტში გარემოსდაცვითი, საკანონმდებლო და სტრატეგიული ანალიზის,  ოპერაციული რისკების მართვის, პროექტების დაგეგმვა-მენეჯმენტის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მსოფლიო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. 1999-2003 წლებში რ. მაიკლ ქაუგილი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების პროექტების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი სტრატეგიულ, საკანონმდებლო და ტექნიკურ საკითხებში.

 

რ. მაიკლ ქაუგილი თანამშრომლობს მთელ რიგ ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ:

 

- დირექტორთა საბჭოს წევრი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, განათლებისა და ტრენინგების კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარე;

 

- გაეროს „გლოპალ კომპაქტის ქსელი“-ს საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი;

 

- ხსნის არმია საქართველოში, მრჩეველთა საბჭოს წევრი;

 

- პირველი კერძო კლუბი (First Private Club), პრეზიდენტი;

 

- ენერგეტიკის საერთაშორისო ჯგუფი, დირექტორი, თბილისი, საქართველო;

 

- საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოხიახია, თანადამფუძნებელი, თბილისი, საქართველო;

 

- საქართველოს ბიზნეს ეთიკის ასოხიახიის თანადამფუძნებელი;

 

- ტელეკომპანია რუსთავი 2, მრჩეველი საერთაშორისო დაფინანსებისა და გრანტების მოპოვებაში.

 

რ. მაიკლ ქაუგილს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ბერკლის უნივერსიტეტში. ყავს მეუღლე და ქალიშვილი თბილისში და ორი ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ნინო ტორონჯაძე
კანცლერი

კანცლერი, სრული პროფესორი

კანცლერი, სრული პროფესორი

თეიმურაზ ტორონჯაძე
ბიზნესის სკოლის დეკანი

თეიმურაზ ტორონჯაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში. თემურ ტორონჯაძე არის თსუ-ს ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (ოპონენტები – ა. ნ. შირიაევი, მოსკოვი, ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი; ვ. ვეფელმეიერი, ზიგენის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანია; ე. ნადარაია, აკ. წევრ. კორ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). კვალიფიკაცია: - ალბათობის თეორია და...

თეიმურაზ ტორონჯაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში, იგი არის თსუ-ს ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (ოპონენტები – ა. ნ. შირიაევი, მოსკოვი, ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი; ვ. ვეფელმეიერი, ზიგენის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანია; ე. ნადარაია, აკ. წევრ. კორ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
 
კვალიფიკაცია:
 
- ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა: სტოქასტური ანალიზი, სემიმარტინგალების პარამეტრების შეფასების ასიმპტოტური თეორია. რეკურენტული შეფასებები. რობასტული სტატისტიკა, გამოყენებითი სტატისტიკა.
- ფინანსთა თეორია და სადაზღვევო საქმე: ფინანსური მათემატიკა: წარმოებული ფასიანი ქაღალდების არბიტრაჟული ფასდადების თეორია, ინვესტიციების თეორია, ფინანსური ინჟინერია, საბანკო საქმე და რისკის თეორია.
 
თემურ ტორონჯაძის პედაგოგიური სამუშაო გამოცდილება მოიცავს:
 
- თსუ, მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა, მიწვეული ლექტორი – ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის კურსები
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, მიწვეული პროფესორი – ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, კათედრის გამგე – ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები
- ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლის დეკანი, სრული პროფესორი – სტატისტიკა, გამოყენებითი მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ინვესტიციების თეორია, კორპორაციების ფინანსები, რისკების მართვა, წარმოებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები და სხვა.
 
თემურ ტორონჯაძეს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კვლევით ინსტიტუტებში: 
 
- ეკონომიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ მუშაკი.
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, განყოფილების გამგე.
- ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
 
თემურ ტორონჯაძე არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში, სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ სიმპოზიუმში საქართველოში და საზღვარგარეთ, არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.
 
 
ზაზა რუხაძე
სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი, ვიცე-პრეზიდენტი

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, ის იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რეგიონების განვითარების დირექტორი. მუშაობდა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში სხადასხვა თანამდებობაზე.

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, ის იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რეგიონების განვითარების დირექტორი. მუშაობდა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში სხადასხვა თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პრეზიდენტის ჯგუფის ხელმძღვანელი, 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდის გამგეობის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის განათლების საბჭოს წევრი. პროფესორ ზაზა რუხაძის საქმიანი გამოცდილება ასევე მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა მაგალითად: სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრობა; პროფესიული სტანდარტების დადგენის კომისიის წევრობა; მმართველობის რეფორმის კომისიის წევრობა; მონაწილეობა სხვადასხავა სამთავრობო პროექტებში. სამგზის აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს წევრი. აკრედიტაციის ექსპერტი. 

საჯარო გამოცდილების თვალსაზრისით ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს'' კომისიის წევრი (OSGF) იყო; ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ექსპერტი; 2002 - ექსპერტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლები. სასწავლო სამეცნიერო საქმიანობის სამეცნიერო გრანტების თვალსაზრისით 1996 - საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2000 - შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2001 - პრაქტიკული სამართლის მენეჯმენტი, საერთაშორისო სემინარი; 2002 - იურიდიული კლინიკა, ABA-ს სემინარი, სომხეთი; ABA და GTZ  საქართველოში იურიდიული განათლების პროცესის განვითარების კვლევითი გრანტი.

სარედაქციო საქმიანობა: ჟურნალი ,,კოდიკო”-ს გამომცემელი და რედაქტორი; ჟურნალი ,,ალმანახი” სარედაქციო ჯგუფის წევრი; ჟურნალი „თემიდა'' რედკოლეგიის წევრი; ჟურნალი „ადვოკატი'' -ს სარედაქციო კოლეგიის წევრი.

მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები: იურიდიული კლინიკის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის, 2012; დემოკრატია და მოქალაქეობა, სახელმძღვანელო (ITEP), 2011; საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესები საქართველოში, თბილისი, 2009; ხელისუფლების ორგანიზაციის დემოკრატიზაცია (მონოგრაფია), თბილისი, 2003; საკონსტიტუციო სამართალი (სახელმძღვანელო), თბილისი, 2005; საქართველოს კონსტიტუციური კანონის სახელმძღვანელო, თბილისი, 1999;

სამეცნიერო სტატიები: კონსტიტუციონალიზმის ტრადიცია საქართველოში. ჟურნალი ,,კოდიკო" 1997 N3; დემოკრატიული ბაზების ფუნქციონირების ძალა. ჟურნალი ,,კოდიკო" 1997. N4; საქართველოს კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები. ჟურნალი ,,კოდიკო" 1997. N6; ეროვნული სუვერენიტეტის გლობალიზაციის და ტრანსფორმაციის მსოფლიო დინამიკა. საერთაშორისო სამართლის ჟურნალი.1999. N4; საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში, პერსპექტივები და განვითარებები. საერთაშორისო სამართლის ჟურნალი 2000. N3;

რედაქტორობა და რეცენზენტობა: სამართლის თეორია, სამეცნიერო რედაქტორი, 2008; ფედერალიზმის პერსპექტივები საქართველოში, კრიტიკული ანალიზი, რეცენზენტი, 2012; საგადასახადო სამართალი, გადამხდელის უფლებების დაცვის მექანიზმები, სამეცნიერო რედაქტორი, 2013;

ჰობი: ლიტერატურა

კონსტანტინე კულიჯანოვი
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების...

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

1997-2006 მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში სხვადასხა პოზიციებზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. 2006-2008 მუშაობდა ფონდ კონსტანტაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2008-2015 მუშაობდა ბანკ კონსტანტაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად. 2015 მუშაობდა თიბისი ბანკში ინფორმაციის დირექტორს მოადგილის პოზიციაზე.

2015-2016 მუშაობდა კომპანია Georgian Card-ში პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სამსახურის უფროსად. მუშაობს მიგრაციის მართვის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

აქვს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. ზემოდაღნიშნულ კომპანიებში მისი ხელმძღვანელობით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებით შესრულდა არაერთი პროექტი, შეიქმნა და დაინერგა სხვადასხვა ტიპის პროგრამული სისტემები, მოხდა არსებული პროგრამული და ტექნოლოგიური სისტემების განახლება და მრავალი ინოვაციური საბანკო პროდუქტის შემოღება.

ასევე წარმატებით ახორციელებდა ინფრასტრუქტურული სისტემების მართვას, პერმანენტულად მუშაობდა სისტემების ოპტიმიზაციაზე და რესურსების ეფექტურ მართვა-გადანაწილებაზე. 

 

 

რუსუდან ციციშვილი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური სკოლის დეკანი, ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

რუსუდან ციციშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 1976-1979 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექსტის ლინგვისტიკაში ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად...

რუსუდან ციციშვილი გახლავთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ენების კათედრის გამგე, ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ბაკალავრიატის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, GAU წიგნების აღმასრულებელი დირექტორი, სრული პროფესორი.

რუსუდან ციციშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 1976-1979 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექსტის ლინგვისტიკაში ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1985-1993 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკურ ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებლად, 1993-2006 წლებში კი ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე, ჯერ ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად (1993-1996), შემდეგ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის დოცენტად (1996-2006).  

რუსუდან ციციშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ენების კათედრაზე (ინგლისური და რუსული ენების მასწავლებლად), სოფლის მეურნეობის საკავშირო აკადემიის საქართველოს განყოფილების უცხო ენების კათედრაზე (ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი), თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის  ინგლისური ენის კათედრაზე (დოცენტი), ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე (კათედრის გამგე და ინგლისური ენის მასწავლებელი).

რუსუდან ციციშვილს ენების ცენტრებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 1989-1993 წლებში იგი მუშაობდა ლონდონის საერთაშორისო სახლის თბილისის ფილიალში (International House, Tbilisi) ინგლისური ენის მასწავლებლად, ამავდროულად გახლდათ სასწავლო ნაწილის გამგე. 1993 წლიდან დღემდე არის შპს სკოლა ,,ფენიქსის'' (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და უცხო ენების სასწავლო ცენტრი) დამფუძნებელი, დირექტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი.

მრავალი წელია რუსუდან ციციშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების საქმეში. 2003-2010  წლებში მუშაობდა წმინდა გიორგის საერო სკოლაში მეთოდისტად ინგლისური ენის სწავლების დარგში. 1993-1996 წლებში გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის (CETT) ტრენერი. 1995-1996 წლებში იგი ხელმძღვანელობდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს საპატრიარქოსა და 55-ე საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელთათვის.

რუსუდან ციციშვილი არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრი 1995 წლიდან, საპროექტო ჯგუფის წევრი და ტრენერი. მან არაერთგზის მიიღო მონაწილეობა ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებულ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში როგორც ავტორმა, თანაავტორმა და ტრენერმა ( „ინგლისური ენის სწავლისა და სწავლების საწყისი მდგომარეობის შესწავლა საქართველოში'' (2001 წელი)  -  მასალა წიგნად გამოიცა, რომელშიც რუსუდან ციციშვილის ავტორობით V (მასწავლებელთა კვალიფიკაცია) და VIII (სასკოლო სახელმძღვანელოები) თავებია შესული: „ინგლისური ენის საუნივერსიტეტო კურიკულუმის გაუმჯობესება'' (2004 – 2005 წწ); „ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის კურსი პედაგოგიური უნივერსიტეტებისათვის'' (2006 წ) - წიგნში რუსუდან ციციშვილის ავტორობით შესულია შემდეგი თავები: მრავლობითი ინტელექტის თეორია, მოსწავლის თვისებები და როლები, სწავლის სტილები და სტრატეგიები, შეცდომების გასწორება ზეპირ მეტყველებასა და წერით მეტყველებაში, წერა, ლაპარაკი, გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები, სავარჯიშოების ბანკი: „წერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება'' (2003-2004 წწ). 2000-2002 წლებში მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროსა და „ღია საზოგადოება - საქართველოს'' მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევას კონკურსის გზით (ინგლისური ენის ექსპერტთა ჯგუფის წევრი).

საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATEFL) ნამდვილი წევრის რანგში რუსუდან ციციშვილმა სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის მასწავლებელთა ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების მუშაობაში ბრაიტონში, ზალცბურგში, ადლერში, თბილისში, ბათუმში, თელავსა და ტაბახმელაში. ორ მათგანზე წარდგა მოხსენებებით (ზალცბურგის სემინარი, ზალცბურგის ამერიკული ცენტრი, მოხსენება თემაზე „კომუნიკაციური მეთოდოლოგია - ინგლისური ენის მასწავლებლის სამსახურში''; ინგლისური ენის მასწავლებელთა პირველი კავკასიური კონფერენცია, ტაბახმელა, 2003 წ, პროექტის - „ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის კურსი პედაგოგიური უნივერსიტეტებისათვის'' - პრეზენტაცია).

1989-1999 წლებში რუსუდან ციციშვილს მრავალგზის აქვს გავლილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი, დარგობრივი ენის სწავლების მეთოდოლოგიის, ენის სწავლების მენეჯმენტისა და ტრენერების მოსამზადებელი კურსები ლონდონში, ნორიჩში, სარეიში (დიდი ბრიტანეთი), პენსილვანიასა (ამერიკის შეერთებული შტატები) და თბილისში.

ამჟამად რუსუდან ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან, არის სააპელაციო კომისიის მუდმივი წევრი.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. უყვარს მუსიკა, ლიტერატურა, კინემატოგრაფია, მოგზაურობა. გატაცებულია ფსიქოლოგიით, ფილოსოფიითა და მებაღეობით. 

 

 

 

ქეთევან ჯინჭარაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 20 65 20 (313)

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 20 65 20 (313)

ეკატერინე ტოგონიძე
მარკეტინგის და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი

ეკატერინე ტოგონიძემ თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა. 1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის'' წამყვანად, 2009-დან 2011 წლამდე კი უძღვებოდა დილის გადაცემა „ალიონს''. სატელევიზიო კარიერის...

ეკატერინე ტოგონიძემ თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა. 1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის'' წამყვანად, 2009-დან 2011 წლამდე კი უძღვებოდა დილის გადაცემა „ალიონს''. სატელევიზიო კარიერის პარალელურად ის ჟურნალისტიკაში ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა. 2011 წელს გამოვიდა ეკატერინე ტოგონიძის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „ანესთეზია'', რომელიც ლიტერატურული პრემია „საბა 2012-ის'' ლაურეატი გახდა. მისი მოთხრობები ითარგმნა ინგლისურ და გერმანულ ენებზე, შევიდა გერმანულ და ამერიკულ გამოცემებში, მიიღო არაერთი ლიტერატურული ჯილდო. ეკატერინე ტოგონიძის სცენარმა გაიმარჯვა საქართველოს კინოცენტრის სცენარების განვითარების კონკურსში (2013 წ).

ეკატერინე ტოგონიძე არის პროექტ „კვირის აზრების'' ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს'' ეთერში ვიდეობლოგის სახით გადის. ეკატერინე ტოგონიძე ჩართულია რამდენიმე სოციალურ პროექტში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად.

ეკატერინე ტოგონიძის, როგორც პიარ მენეჯერის, საქმიანობა საქართველოში ლიტველების მიერ დაარსებულ კომპანია „free time-ში” დაიწყო, შემდეგ მან გაიარა გაუ თბილისის PR სკოლის სასერტიფიკატო კურსი - ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები - გახდა საუკეთესო სტუდენტი და ამავე კურსის ერთ-ერთი ლექტორი.

2014 წლის სექტემბრიდან ეკატერინე ტოგონიძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 599 90 60 01 
2 20 65 20 (312)
ელ-ფოსტა: ekaterinetogonidze@gau.ge 

ეკა ბარბაქაძე
ადმინისტრაციის მენეჯერი

ეკა ბარბაქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, თარჯიმან რეფერენტის სპეციალობით. 2003 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში. 2006 წლიდან მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში...

ეკა ბარბაქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, თარჯიმან რეფერენტის სპეციალობით. 2003 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში. 2006 წლიდან მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე, ამჟამად იგი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მენეჯერია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 20 65 20 (305)
ელ-ფოსტა: ekabarbakadze@gau.ge

მაია სვანიძე
პრეზიდენტის ასისტენტი

მაია სვანიძე 2008 წლიდან მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პრეზიდენტის ასისტენტად. მაია უცხო ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, მას აქვს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზეპირმეტყველების ლაბორატორიაში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში "მიონი", საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოეთის განყოფილებაში...

მაია სვანიძე 2008 წლიდან მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პრეზიდენტის ასისტენტად. 

მაია უცხო ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, მას აქვს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზეპირმეტყველების ლაბორატორიაში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში "მიონი", საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოეთის განყოფილებაში,  განათლების სამინისტროს  აღმზრდელობითი მუშაობის მეთოდური ცენტრში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 20 65 20
ელ-ფოსტა: maiasvanidze@gau.ge