• აბიტურიენტის გზამკვლევი გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

"GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

პროფესორები და ლექტორები

რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ენების კათედრის გამგე, ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ბაკალავრიატის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, GAU წიგნების აღმასრულებელი დირექტორი, სრული პროფესორი...

ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა აკრედიტებულია 2014-2019 წწ.

იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას ბიზნესში, გქონდეთ საინტერესო, მაღალანაზღაურებადი სამსახური სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობით, აუცილებელია შემდეგი ორი მიზნის მიღწევა: საფუძვლიანი განათლების მიღება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში და ბიზნეს-ინგლისურის აქტიური ცოდნის შეძენა. GAU-ს ბიზნესის სკოლას გააჩნია ორივე მიზნის მიღწევის უნიკალური შესაძლებლობა და ტრადიცია

ადგილების რაოდენობა - 230 აბიტურიენტი

2019-2020 სასწავლო წელს GAU-ს ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას შემდეგ პროგრამაზე:

ბიზნესის სკოლა

სწავლის გადასახადის ახალი სისტემა: 

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის შემთხვევაში, თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II ადგილზე არჩევის შემთხვევაში თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 1300 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

  • ადგილი და 100%სახ. გრანტი - 2250 ლარი
  • ადგილი და 70%სახ. გრანტი - 2925 ლარი
  • ადგილი და 50%სახ. გრანტი - 3375 ლარი
  • II ადგილი და 100%სახ. გრანტი - 2350 ლარი
  • II ადგილი და 70%სახ. გრანტი - 3025 ლარი
  • II ადგილი და 50%სახ. გრანტი - 3475 ლარი

სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც ადგილზე არჩეული აქვს GAU და ინგლისურ ენაში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა გადაეცემა უნივერსიტეტის და მისი ამერიკელი პარტნიორებისაგან ერთობლივი GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

  • ადგილი და არნაკლებ 70% ნედლი ქულა ინგლისურში ან/და მეოთხე არჩევით საგანში - 4500 ლარი

ყველა სხვა შემთხვევაში სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5900 ლარს.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2950 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2950 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს.

ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 
გარდა ამისა: 

  • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები); 
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სახელობითი სტიპენდიები.  

გაეცანით GAU-ს შიდა სტიპენდიებისა და იაფი სტუდენტური სესხების პაკეტებს.