• აბიტურიენტის გზამკვლევი სტუდენტური სესხები შეღავათიანი პირობებით გაუ-ს პარტნიორი ბანკებისაგან

GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

ბანკი რესპუბლიკა

იაფი სტუდენტური სესხები გაუ-ს სტუდენტებისათვისბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მისაღებად ბანკი რესპუბლიკა გაუ-ს სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ სესხებს გირაოს გარეშე!

უკეთ სწავლის მოტივაციისთვის კი - სპეციალურ  საჩუქრებს!

  • ბაკალავრიატის ერთი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მომდევნო წლის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სესხის საპროცენტო განაკვეთის 1%–ით შემცირება.
  • ბანკ „რესპუბლიკა"-ს სესხით სარგებლობის შემთხვევაში მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადაეცემათ საბანკო ბარათი VISA GOLD პირველი წლის მომსახურების საკომისიოს გარეშე.

სესხი ბაკალავრის ხარისხის მისაღებად

პირობები:

ვალუტა: აშშ დოლარი, ევრო;

სესხის მაქსიმალური მოცულობა: 10 000 ლარი ან ეკვივალენტი აშშ დოლარით;

სესხის მაქსიმალური ვადა: 12 თვე;

მინიმალური შემოსავალი:

- ერთი თანამსესხებლის შემთხვევაში: 200 ლარი;

- ორი თანამსესხებლის შემთხვევაში: 400 ლარი;

საპროცენტო განაკვეთი: 16%

უკეთ სწავლის მოტივაციის მიზნით, ბაკალავრიატის ერთი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მომდევნო წლის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სესხის საპროცენტო განაკვეთი 1%-ით შემცირდება და იქნება 15%

სესხი მაგისტრის ხარისხის მისაღებად

პირობები:

ვალუტა: აშშ დოლარი, ევრო;

სესხის მაქსიმალური მოცულობა: 15 000 ლარი ან ეკვივალენტი აშშ დოლარით;

სესხის მაქსიმალური ვადა:

- ლარის შემთხვევაში: 24 თვე;

- აშშ დოლარის შემთხვევაში: 48 თვე;

მინიმალური შემოსავალი:

- ერთი თანამსესხებლის შემთხვევაში: 400 ლარი;

- ორი თანამსესხებლის შემთხვევაში: 800 ლარი;

საპროცენტო განაკვეთი: 16%.

ბანკ რესპუბლიკის სესხით სარგებლობის შემთხვევაში მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადაეცემათ საბანკო ბარათი VISA GOLD პირველი წლის მომსახურების საკომისიოს გარეშე.

ყველა მსესხებელი სტუდენტი ასევე ისარგებლებს განვადებებზე 15 თვემდე სპეციალური 0%-იანი პირობებით კომპიუტერული ტექნიკის და მობილური ტელეფონების შეძენისას!

საკონტაქტო პირი:
გიორგი ჟურავლიოვი 
ტელ: 2 92 55 55 (1012); მობ: 592 609 988
ცენტრალური ფილიალი, გრ. აბაშიძის (ყოფილი ატენის ქუჩა) 2