• აბიტურიენტის გზამკვლევი ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

დანიის ლტოლვილთა საბჭო

2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი. კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამა

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სფეროებში ადგილობრივი კადრების აღზრდა და დასაქმება დღეს სახელმწიფო პრიორიტეტია, რასაც ამ მიმართულებით გაზრდილი სასწავლო გრანტებიც მოწმობს. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისება შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრს წარმატებით იმუშაოს ადგილობრივ, უცხოურ და შერეულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი GAU შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში.

2017-18 სასწავლო წელს GAU აცხადებს მიღებას ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის შემდეგ დარგებზე:
  • ინფორმატიკა:

    - მულტიმედიური დიზაინი

  • მშენებლობა

    (მშენებლობა და პროექტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით)

ინფორმატიკა - ადგილების რაოდენობა: 80 აბიტურიენტი

მშენებლობა - ადგილების რაოდენობა: 40 აბიტურიენტი

ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასური - 2550 ლარი.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1275 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1275 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

მშენებლობის ფაკულტეტზე სწავლის საფასური - 2340 ლარი.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1170 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1170 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს.
  • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები);
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სახელობითი სტიპენდიები.