GAU-ს კურსდამთავრებულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

"2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights"..."

პროფესორები და ლექტორები

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

ანა ბაკურიძე

2016 წლის გამოშვება
TBSC Consulting
ფინანსური ანალიტიკოსი

2016 წელს, მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტი, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო, გამოსაშვებ ცერემონიაზე მომანიჭეს Valedictorian-ის ტიტული რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. 
 
GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა პრაქტიკაში გამომეყენებინა დაგროვილი ცოდნა, გამევლო სტაჟირებები საქართველოს წამყვან კომპანიებში. სწავლის პერიოდშივე მონაწილეობა მივიღე პროკრედიტ ბანკის მიერ ორგანიზებულ „ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში“. გარკვეული ეტაპების წარმატებით გადალხვის შემდეგ გავემგზავრეთ ბულგარეთში. სხვადასხვა ეროვნების მონაწილეებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ვესწრებოდით ლექციებსა და ტრენინგებს, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.
 
მეოთხე კურსზე თიბისი ბანკის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის მონაწილე გავხდი. მომიწია რამდენიმე შესარჩევი ეტაპის გავლა და საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონკურენციის გაწევა. საბოლოოდ სამ შერჩეულ სტუდენტს შორის აღმოვჩნდი მეც. ეს, რაღა თქმა უნდა, GAU-ში მიღებული ხარისხიანი და, რაც მთავარია, პრაქტიკული განათლების დამსახურება იყო. 11თვიანი სტაჟირების შემდეგ მქონდა შანსი გადავსულიყავი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაTBSC Consulting-ში. ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება, თუმცა საბოლოოდ ახალი სფერო, ახალი გამოცდილებები ვარჩიე. ამჟამად ვარ ფინანსური ანალიტიკოსი TBSC Consulting-ში. 
 
ბედნიერი ვარ რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი. ვისწავლე საინტერესო საგნები, რაც ძალიან გამომადგა პროფესიულ საქმიანობაში. მივიღე როგორც ზოგადი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ასევე სპეციალიზირებული. ვამაყობ, რომ ვარ ქვონტის ჯგუფის კურსდამთავრებული. ალბათ ბევრჯერ გვიკითხავს სტუდენტებს „სად გამოვიყენებ ამას?“ „რაში უნდა დამჭირდეს?“. ამის პასუხად კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კარიერის პირველ ნაბიჯებშივე დამჭირდა ყველაფერი რაც გაუში ვისწავლე, თითოეული საგანი და ლექცია, რითიც ცოტა გაოცებული, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან გახარებული ვარ. 
 
GAU-ს განათლების სისტემა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, გრაფიკი კი ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე დასაქმდნენ. GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობი და უმზადებს მყარ საფუძველს წარმატებული კარიერული საქმიანობისათვის.