GAU-ს კურსდამთავრებულები

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც GAU-მ მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე სტაჟირებაზე გამიშვა „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“, სადაც სტაჟირების წარმატებულად დამთავრების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტში...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

ანა ჩორგოლაშვილი

2011 წლის გამოშვება
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ფინანსური დეპარტამენტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2011 წელს დავამთავრე Quant-ის (Quantitative Financial Analyst) მიმართულებით. 2014 წელს GAU-შივე დავამთავრე მაგისტრატურა ფინანსების განხრით,, რადგან ამ უნივერსიტეტში ყველაფერია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე წარმატებულ ფინანსისტად.

ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა შპს ,,ჭიათურმანგანუმ ჯორჯია"-ში, რომელიც საქართველოში ფეროშენადნობთა ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ბუღალტრის პოზიციაზე წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ გადავედი ჩემი კარიერის მეორე საფეხურზე, ამჯერად ფარმაცევტულ კომპანიაში, „ავერსი ფარმაში'', შიდა აუდიტის სამსახურში. დღეს კი, შემიძლია ვთქვა, დავუბრუნდი ჩემს „მშობლიურ'' უნივერსიტეტს, ამჯერად ფინანსური განყოფილების თანამშრომლის სახით.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დამეხმარა ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, გამიღრმავა ცოდნა უცხო ენებსა და კომპიუტერულ უნარებში, ასევე მომცა კარგი თეორიული და პრაქტიკული განათლება, რასაც წარმატებით ვიყენებ როგორც ჩემს წინა ასევე ამჟამინდელ საქმიანობაში.