GAU-ს კურსდამთავრებულები

დანიის ლტოლვილთა საბჭო

2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი. კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო...

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

ანანო დევიძე

2011 წლის გამოშვება
საქართველოს ეროვნული ბანკი
ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, კერძოდ ვსწავლობდი QUANT (ფინანსური ანალიტიკოსი) ჯგუფში, 2012 წელს იგივე სპეციალობით გავაგრძელე სწავლა GAU-ს მაგისტრატურაში.

GAU-ში სწავლის პერიოდში, მეორე კურსიდანვე დავიწყე მუშაობა რესპუბლიკა ბანკში, საცალო მომსახურების ოფიცრის თანამდებობაზე, დღესდღეობით ვმუშაობ საქართველოს ეროვნულ ბანკში, ზედამხედველობის დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე. მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ GAU-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში შექმნილია კომფორტული და დაცული სასწავლო გარემო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ წარმატებას სწავლის პერიოდში. ასევე, გამოვარჩევდი ლექტორების პროფესიონალიზმსა და კარგად ორგანიზებულ ლექციებს, ეს ყველაფერი სტუდენტს უფრო მოტივირებულსა და მიზანდასახულს ხდის.