GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

"GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

ცოტნე კუტალია

2011 - ბიზნესის ბაკალავრი
2014 - ბიზნესის მაგისტრი
უფროსი დეველოპერი
aMind Solutions

GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა (რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს) საბაკალავრო ნაშრომით „ორგანზომილებიანი ოფციონის ფასდადება კოპულა ფუნქციებით''. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, რაც დავამთავრე 2014 წელს ნაშრომით „პორტფელის რისკის ქვეშ მყოფი ღირებულების (VAR) გამოთვლა კოპულა ფუნქციების სიმულაციით''. 2014 წელს კი კვლავ GAU-ში ჩავირიცხე დოქტორანტურაზე, სადაც ვმუშაობ თემაზე: „ოპტიმალური ჰეჯირების თეორია''.
 
GAU გამორჩეულია თავისი უნიკალური სასწავლო პროგრამებით და პროფესორ-მასწავლებლებით. ყველაზე დიდი უპირატესობა არის Quantის სასწავლო პროგრამა, რომელიც ძალიან კარგად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ის მოიცავს, როგორც ფინანსების თეორიის მათემატიკურ ნაწილს, ასევე მათ პროგრამულ მოდელირებას რაც ძალიან ზრდის თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას.
 
ყველაზე საინტერესო ასპექტი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის მდგომარეობს მის მრავალფეროვნებაში. კურსდამთავრებული აღჭურვილია ყველა საჭირო ცოდნით და უნარით იმისათვის, რომ გადაჭრას ნებისმიერი ამოცანა. ასევე მნიშვნელოვანია ძალიან ეფექტური სწავლების მეთოდები და გარემო. საერთოდ მგონია, რომ ერთერთი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც GAU-ს ყოველთვის ახასიათებდა, არის სრული აკადემიური თავისუფლება. სტუდენტი ყოველთვის გრძნობს, რომ მას აქვს მრავალფეროვანი პროფესიული არჩევანი და მას თვითონ შეუძლია აირჩიოს ის გზა, რომლის გავლაშიც GAU ეხმარება. :)