GAU-ს კურსდამთავრებულები

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიურო

"GAU-ში გატარებული 4 წელი დაუვიწყარი სტუდენტური წლებით მართლაც რომ საუკეთესო იყო ჩემთვის. ხელს გვიწყობდა ყველა, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე ლექტორები, ჯგუფები კი დაკომპლექტებული იყო დონის მიხედევით, რაც, ვფიქრობ, მოტივაციის შენარჩუნებისა და ცოდნის ეფექტიანად შეძენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია..."

პროფესორები და ლექტორები

დინა არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში...

დავით შიოლაშვილი

2010 - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
2013 - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი  
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 
ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

GAU-ს ბიზნესის სკოლის მე-4 კურსზე გადავედი 2009 წელს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული მოსკოვის ეროვნული ეკონომიკის აკადემიიდან. მიუხედავად ქართული ენის არასრულყოფილად ცოდნისა, GAU-ს პროდუქტიულმა და კომფორტულმა გარემომ მომცა შესაძლებლობა წარმატებით დამესრულებინა ბაკალავრიატი.

დიდხანს არ მიფიქრია, თუ რომელ უნივერსიტეტში მინდოდა სამაგისტრო ხარისხის მიღება ბიზნესის მართვის სფეროში და 2013 წელს მივიღე GAU-ს მაგისტრის დიპლომი და გავხდი რეიტინგით პირველი სტუდენტი (Valedictorian) ამ წლის კურსდამთავრებულ მაგისტრებს შორის.

GAU-ს დახმარებით არა მარტო ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, არამედ ჩემი უნივერსიტეტი დამეხმარა კარიერულ წინსვლაშიც. მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას GAU-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს  USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა" (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს.

ჩვენი სამუშაო იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების წახალისების დეპარტამენტის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ის ძალიან წარმატებული გამოდგა და სტაჟირების ვადა 2 თვით გამიგრძელეს. პროექტის დასრულებისთანავე, EPI-ში ჩვენი მენტორის - ლუკას კალტრაიდერის რეკომენდაციით ამიყვანეს საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში ეკონომიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე. 3-თვიანი მუშაობის შემდეგ, სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად დამაწინაურეს და დავინიშნე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სწორედ GAU-ში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა ასეთი სწრაფი კარიერული წინსვლა და USAID-ის, EPI-ს, Deloitte-ის მსგავს საერთაშორისო პროგრამებში ჩემი მონაწილეობა, რისთვისაც ჩემი უნივერსიტეტის მადლობელი ვარ.