GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „ქართუ ბანკი''

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა...

ელენე ღვინჯილია

2014 წლის გამოშვება
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მთავარი სპეციალისტი

2014 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სისხლის სამართლის სპეციალობის განხრით. ზევით აღნიშნული სამართლის დარგის საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება, რის საშუალებასაც იძლევა უნივერსიტეტში არსებული ,,იურიდიული კლინიკა”. ,,კლინიკაში” შევისწავლე კლიენტთან კონსულტაციის პრაქტიკული ასპექტები, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და მომზადების პროცესში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ,,იურიდიული კლინიკის” სახელით 2014 წელს ვმონაწილეობდი იურიდიული კლინიკის კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში, რომელსაც კურირებდა USAID-ი. ამ კონფერენციამ საშუალება მომცა გამეცნო სამართლის დარგში მოღვაწე უცხოელი სპეციალისტები. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორების ხელშეწყობით სხვადასხვა დროს მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ეგიდით გამართულ სემინარებში, კერძოდ: ,,დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები” და ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხები”. ორივე სემინარში მონაწილეობისათვის გადმომეცა სერტიფიკატები. ასევე ვმონაწილებდი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარებულ კონფერენციაში, რომლის თემაც გახლდათ ,,მოქალაქეობა და მოქალაქეობის არქონა”.
 
უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ზვიად კორძაძემ გამოსაშვებ ცერემონიაზე შემომთავაზა მასთან -,,კორძაძის საადვოკატო ბიურო”-ში სტაჟირების გავლა, რაც ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ და რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.
ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე ჩავაბარე GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე, სისხლის სამართლის სპეციალობის განხრით, რომლის არჩევანშიც უდიდესი როლი ითამაშა უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ. მაგისტრატურა დავამთავრე წითელ დიპლომზე.
 
მიმაჩნია, რომ საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) იძლევა საუკეთესო განათლებას.
 
GAU-ს წარმატების ფორმულა მარტივია - გამოიყენე ის შანსი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი იძლევა!