GAU-ს კურსდამთავრებულები

Mind Technologies

ჩავირიცხე მისურის შტატში, College Of The Ozarks-ში. Ozarks-ში სწავლის გარდა დაკავებული ვიყავი სპორტით (კალათბურთი) და როგორც ყველა ამერიკელი სტუდენტი ვმუშაობდი სტუდენტურ სამსახურში, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექს Keeter Center-ში...

პროფესორები და ლექტორები

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)...

გიორგი ბრეგვაძე

2013 წლის გამოშვება
ბიუჯეტის ანალიტიკოსი
JTI Caucasus LLC

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსური განხრით. GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება.

GAU-ში სწავლის პერიოდში გამუდმებით მსურდა აქ შეძენილი ცოდნისა და უნარების რეალიზება. ამის შესაძლებლობა მომეცა მესამე კურსზე, როდესაც სტაჟირება დავიწყე სადაზღვევო კომპანია შპს „პსპ დაზღვევა''-ში, სადაც მალევე დამაწინაურეს და გავხდი ამ კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის სრულფასოვანი წევრი ავტო-დაზღვევის მიმართულებით.

მეოთხე კურსის დასასრულს, 2013 წელს, არაერთი შემოთავაზება მივიღე სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე, როგორც GAU-ს რეკომენდაციით, ასევე საკუთარი ძალისხმევის შედეგად. საბოლოოდ, შესაძლებლობა მომეცა, რომ კარიერა გამეგრძელებინა საერთაშორისო კომპანია JTI Caucasus LLC-ში ფინანსურ დეპარტამენტში, ფინანსური სტაჟიორის თანამდებობაზე ბიუჯეტირების მიმართულებით, სადაც დღემდე ვმუშაობ.

აქ მუშაობის პროცესში, საშუალება მეძლევა სრულფასოვნად გამოვიყენო GAU-ს მიერ მოწოდებული განათლება და გამოცდილების ის ნაწილი, რომელიც ამ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით შევიძინე. სწორედ ამიტომ აქაური განათლება გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  • საერთაშორისო დონის განათლება, რამაც ხელი შეუწყო ჩემი ცოდნის რეალიზაციას საერთაშორისო კომპანიაში
  • კონკრეტულად შერჩეული საგნები, რაც მეხმარება გამოვიყენო ზუსტად ის ცოდნა, რასაც მოითხოვს ჩემი სამუშაო გარემო
  • ანალიტიკური აზროვნებისა და ტექნიკური უნარების განვითარების შესაძლებლობები, რაც ჩემი წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად შემიძლია დავასახელო

ყოველივე ამის შეძენა შესაძლებელია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დაუღალავი სწავლით, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ GAU-ს ახალ სტუდენტებს მათ კარიერაში, რომელსაც საფუძველი სწორედ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ეყრება.