GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

გიორგი შენგელია

2012 წლის გამოშვება
ბუღალტერი
შპს "სერა"

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს დავამთავრე, ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე - ფინანსები, ბუღალტერია და აუდიტის განხრით. 
 
ძალიან მინდოდა სწავლის პერიოდშივე მუშაობის დაწყება და როდესაც მე-3 კურსზე გადავედი, მივხვდი რომ განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა აუდიტის მიმართ, ამიტომ გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო რომელიმე აუდიტორულ კომპანიაში, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. საბედნიეროდ,  მალევე სტაჟირებაზე ამიყვანეს ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში, სადაც 7 თვე დავყავი, რის შემდეგაც სტაჟირება უკვე სხვა აუდიტორულ კომპანიაში გავაგრძელე საიდანაც მალე გამაგზავნეს სამუშაოდ შპს ”სერა”-ში, ბუღალტრის პოზიციაზე, სადაც ამჟამად ვმუშაობ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და ძალიან მომწონს ჩემი სამსახური.
 
ის ცოდნა და განათლება, რომელმაც ჩემი დასაქმება უზრუნველყო, პირველ რიგში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამსახურებაა. ვფიქრობ, GAU-ს სახელი და პრესტიჟი, რომელიც მას დამკვიდრებული აქვს საქართველოში, მისი დამფუძნებლების სწორი მიდგომისა, დეკანებისა და ადმინისტრაციის კარგი მენეჯმენტის დამსახურებაა. GAU მუდამ ცდილობს დაიქირავოს მაღალკვალიფიციური ლექტორები, პროფესორები, რომლებსაც შეუძლიათ სტუდენტებთან მუშაობა და ცოდნის ეფექტურად გადაცემა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს GAU-ს წარმატებაში. ასევე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის უპირატესობაში მოვიაზრებ მის მზაობას სხვადასხვა შიდასაუნივერსიტეტო აქტივობების დაფინანსებაში, რაც ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას სტუდენტურ ცხოვრებაში.
 
სწავლის პერიოდში, გარდა აკადემიური პროცესისა, ბევრი რამ იყო საინტერესო, მათ შორის: სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?, პროექტი ”საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა”, სხვადასხვა სპორტული და სოციალური აქტივობები... აგრეთვე, აღტაცებით მინდა ავღნიშნო GAU-ს ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორის, დინა ასლამაზიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული ტრეინინგის "წარმატების ფორმულა" - შესახებ, რომელზეც უდიდესი სიამოვნება მივიღე როგორც მე, ისე მთელმა ჯგუფმა.
 
დასკვნითი სახით, მინდა რჩევა მივცე მათ, ვინც ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის სტუდენტია, ისწავლონ ბეჯითად, მიიღონ მაქსიმუმი ლექტორებისაგან და ჩაერთონ ყველა იმ აქტივობაში და შეჯიბრებაში, რასაც GAU აფინანსებს და უწევს ორგანიზებას.