GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"კარიერული წინსვლის პერსპექტივა - ეს არის ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა, რომელიც განასხვავებს GAU-ს და უდაოდ ანიჭებს მას საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს. GAU გამორჩეული უნივერსიტეტია და მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ..."

პროფესორები და ლექტორები

მანანა ტაბიძე 2001 წლიდან არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების "ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის” ინდივიდუალურ წევრად...

ირაკლი ალხანაიძე

2014 წლის გამოშვება
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
Mind Technologies 

ჯერ კიდევ პირველი კლასელი ვიყავი, გაუთვითცნობიერებლად, თუმცა საკმაოდ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ბიზნესმენი გამოვსულიყავი. დროთა განმავლობაში გაუთვითცნობიერებელი სწრაფვა გავაცნობიერე, ჩემი შესაძლებლობები და ინტერესი ბიზნესის სფეროსაკენ მოვმართე. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც უნდა გადამეწყვიტა თუ სად მივიღებდი სასურველ განათლებას, ოჯახის მეგობარმა მირჩია GAU-ში ჩამებარებინა. GAU-ზე ბევრი, საინტერესო ინფორმაცია შევიტყვე და ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა სწავლების ამერიკული მოდელი. მაშინ პირველივე წინადადებით დავინტერესდი, GAU-ს სწავლების ამერიკული სისტემით, ვგრძნობდი, ამერიკული სისტემა ახალი და კარგი უნდა ყოფილიყო. 

2010 წელს GAU-ს სტუდენტი გავხდი. იმ ფაქტმა, რომ GAU-მ ჩემი ყველა მოლოდინი გაამართლა, განაპირობა ჩემი მონდომება და სწავლის მიმართ კარგი დამოკიდებულება. მომწონდა, რომ ყველა საგანს ინგლისურად ვსწავლობდი, პროფესორ-მასწავლებლების მიდგომა და ერთი სიტყვით, სწორედ ის ამერიკული სასწავლო მოდელი, რომელიც ზემოთ ვახსენე. 

მე-3 კურსზე, წინა წლების აკადემიური მოსწრების მიხედვით, მოვხვდი GAU-ს მაღალი რეიტინგის მქონე მოსწავლეთა შორის და ვსარგებლობდი GAU-ს შიდა გრანტით. ასევე ვისარგებლე GAU-ს გაცვლითი პროგრამებით, მომეცა საშუალება აშშ-ში გამეგრძელებინა სწავლა. ჩავირიცხე მისურის შტატში, College Of The Ozarks-ში. Ozarks-ში სწავლის გარდა, დაკავებული ვიყავი სპორტით (კალათბურთი) და როგორც ყველა ამერიკელი სტუდენტი ვმუშაობდი სტუდენტურ სამსახურში, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექს Keeter Center-ში. 

ნახევარწლიანი ,,ამერიკული” გამოცდილების მიღების შემდეგ, დავბრუნდი საქართველოში და ავიღე GAU-ს ბიზნესის სკოლის ბაკალავრის ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირებაში. ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული ბოლო სემესტრი, GAU-მ თავისი დასაქმების პროგრამით დამაკავშირა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს, სადაც 1 წელი პროექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე ვიმუშავე. მას შემდეგ რაც აღნიშნულ კომპანიაში სასურველი გამოცდილება დავაგროვე, ჩამოვაყალიბე საკუთარი კომპანია, Mind Technologies, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებს ანხორციელებს. 

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანია GAU-ში მიღებული განათლებისა და GAU-ს მიერვე მოცემული სამუშაო გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბდა და ახლა უკვე თანამშრომლობს მასთან და ერთობლივ პროექტებს ანხორციელებს. 

მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება, ამ განათლების საზღვარგარეთ გაღრმავების საშუალება, სამუშაო გამოცდილება და რაც მთავარია მომცა საკმაოდ საინტერესო კარიერული მიმართულება.