GAU-ს კურსდამთავრებულები

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG

"უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა..."

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

ირინა ხათაშვილი

2010 - სამართლის ბაკალავრი
2012 - კერძო სამართლის მაგისტრი
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის მონაწილე
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

2010 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. მივიღე სამართლის ბაკალავრის ხარისხი, იმავე წელს ჩავირიცხე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაზე კერძო სამართლის განხრით და 2012 წელს გავხდი მაგისტრი.
 
ბაკალავრიატზე ყოფნის დროს, გავიარე პრაქტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს თეორიულ ცოდნას სჭირდებოდა პრაქტიკაში გამყარება, ამიტომ დავიწყე სამსახურის ძებნა და 2009 წელს აღმოვჩნდი საადვოკატო ბიუროში, სადაც ვასრულებდი ადვოკატის თანაშემწის მოვალეობას.
 
2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში "International Institute of Human Rights" გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights".
 
2012 წლის შემოდგომაზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და სამხრეთ ტეხასის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლასა და მედიაციის ეროვნულ კონკურში, სადაც მონაწილეობას ვიღებდი, როგორც GAU-ს სტუდენტების მწვრთნელი.
 
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლას აქვს მრავალი დადებითი მხარე:
 
  • GAU-ში სწავლების მეთოდი და ლექტორების მიდგომა თითოეულ სტუდენტთან ინდივილური და დამოუკიდებელია, რაც ხელს უწყობს სტუდენტის ჩამოყალიბებას, როგორც პროფესიული ისე ადამიანური კუთხით;
  • მეგობრული გარემო, რომელიც სწავლისა და წინსვლის სურვილს გაძლევს;
  • უაღრესად კვალიფიციური ლექტორები და აკადემიური გუნდი;
  • სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმებაში ხელშეწყობა;
  • სტუდენტების სრული მხარდაჭერა თითოეულ მათ მისწრაფებაში.
 
მთელი ექვსი წლის განმავლობაში, რომელიც GAU-ში გავატარე, გვერდში,დაუღალავად, მედგა თითოეული ლექტორი და აკადემიური გუნდი, რომლებიც დღემდე ჩემს ცხოვრებაში უდიდეს ადგილს იკავებენ.
 
მე ბედნიერი ვარ, რომ GAU ავირჩიე!