GAU-ს კურსდამთავრებულები

ეროვნული ბანკი

ამავდროულად გავხდი ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში. ყოველდღიური საქმიანობის წარმატებით შესრულებაში კი სტუდენტობის დროს...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

ივანე ქავთარაძე

2009 წლის გამოშვება
ბუღალტერი
თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტი

გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა 2009 წელს დავამთავრე და გაუ-ს პირველი გამოშვების კურსდამთავრებულთა რიცხვში ვიყავი. ვსწავლობდი ძალიან ბევრ რთულ, მაგრამ ისეთ საგანს, რომლებიც არ შედის კონკურენტი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში.

გაუ-ს ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა მეგობრული ატმოსფერო სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ გაუ გამხდარიყო ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი უნივერსტეტი საქართველოში, რომელიც შესთავაზებდა აბიტურიენტებს თანამედროვე ბიზნეს განათლებას და დანერგავდა მაღალ სტანდარტებს, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

გაუ-ს ეს მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული. შეიქმნა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობდა თანამედროვე ლიტერატურას, მეგობრულ გარემოს, მაღალკვალიფიციურ ლექტორებს და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.

გაუ გახდა წარმატებული უნივერსიტეტი, რომლის პირველი კურსდამთავრებულების უმრავლესობა საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდა პრესტიჟულ კომპანიებში.

ასე რომ, მე რეკომენდაციას ვუწევ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას და მიმაჩნია, რომ თუ გსურს თანამედროვე ბიზნეს გარემოში გახდე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი გაუ ამისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.