GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

ქეთი გაბელია

2011 წლის გამოშვება
გაყიდვების სპეციალისტი
ბი ჯი კაპიტალი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსების მიმართულებით 2011 წელს დავამთავრე.

ბაკალავრიატზე სწავლის წლები ჩემს ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი... გარდა იმისა, რომ სტუდენტი იღებს თეორიულ ცოდნას, ამ ასაკში იბადება ადამიანის შეხედულებები საქმიან სამყაროზე,  ყალიბდება პასუხისმგებლობის გრძნობა, ლიდერული თვისებები, ხდება საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა. მნიშნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს გარემოში, სადაც არსებობს ხელისშემწყობი ფაქტორები. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, GAU აღმოჩნდა იდეალური გარემო ჩემი ჩამოყალიბებისთვის. ძირითადი წვლილი ლექტორებს მიუძღვით, რადგან ისინი აღძრავენ სტუდენტში მოტივაციას, რომ იყო შენი საქმის პროფესიონალი. არაერთი ლექტორი ჩემთვის დღემდე სამაგალითოა და მათ აზრს დღემდე ვითვალისწინებ. ბაკალავრიატში სწავლის დროს სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებებში და აქტივობებში ჩართულობა წინაპირობაა იმისა, რომ სტუდენტმა აქტიური მუშაობისა და ინიციატივების გამოვლენის უნარი თავიდანვე გამოიმუშაოს.

პირველი კურსის შემდეგ საჟირება გავიარე საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც რამოდენიმე თვე ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი სწავლასთან შეთავსებით; მეორე კურსის შემდეგ სტაჟირების კურსი ფინანთა სამინისტროშიც გავიარე, რის შემდეგაც მუშაობა დავიწყე წამყვან საინვესტიციო ბანკში "ბი ჯი კაპიტალი". დღეს უკვე სამი წელია რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე; ყოველდღიურად შანსი მაქვს ყველაფერი ის, რისი თეორიული ცოდნაც GAU-მ მომცა, პრაქტიკაში თავად განვახორციელო, ამიტომაც ენთუზიაზმით ვაკეთებ ყველაფერს და ვვითარდები ყოველდღიურად. 

რადგან GAU-მ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულა ჩემთვის და რადგან რთულია მოწყდე გარემოს, სადაც ასე გაიზარდე, გაატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შეიძინე შენთვის ძვირფასი ადამიანები,  ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად კვლავ GAU-ს მივმართე. დარწმუნებული ვარ სამაგისტრო პროგრამაც გაამართლებს ჩემს მოლოდინს და იმედებს.

დღეს ისევ GAU-ს სტუდენტი ვარ, GAU ისევ ჩვენი ყველას სახლია, მიყვარს და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს ვინც ქმნის GAU-ს.