GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

კორნელი კვერნაძე

2011 წლის გამოშვება
ფინანსისტი
Caucasus Road Project 

აბიტურიენტობის პერიოდში მეც, ისევე როგორც აბიტურიენტთა უმრავლესობა, დავდექი უნივერსიტეტის არჩევის დილემის წინაშე. ბევრი ფიქრის შემდეგ, მეგობართა რჩევით ავირჩიე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა და არც შევმცდარვარ.

ჩაბარებამდე ვერც კი წარმოვიდგენდი რამხელა ცოდნის და გამოცდილების მოცემა შეეძლო ამ უნივერსიტეტს. სწავლის პერიოდში ყოველდღიურად ვიძენდი რაღაც ახალს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ხოლმე, როდესაც წლის ბოლოს ჩავუფიქრდებოდი რამდენი რამ შემძინა უნივერსიტეტმა.

ძალიან ტკბილად მაგონდება GAU-ში გატარებული თითოეული დღე. უკვალოდ არასოდეს ჩაუვლია სწავლისაგან უძილო და მშიერ ღამეებს, მაგრამ სტუდენტობის ხიბლიც ხომ ამაშია?! ფინალური გამოცდების კარგი შედეგები ყველა ხათაბალას გავიწყებს რაც მეცადინეობისას გადაგხდენია და ამაყად დააბიჯებ GAU-ს დერეფნებში, თითქოს მთელი უნივერსიტეტი შენ გეკუთვნოდეს.

უნივერსიტეტი 2011 წელს დავამთავრე, ფინანსების განხრით და ჯერ დიპლომიც არ მქონდა ხელში აღებული ისე სწრაფად მოხდა ჩემი დასაქმება. დამიკავშირდნენ CRP-დან და პერსონალურ გასაუბრებაზე დამიბარეს. ძალიან ვღელავდი, მაგრამ გასაუბრებისას აღმოვაჩინე რომ ყველა დასმულ კითხვას რაღაც უნებლიედ, თითქოს თავისით ვპასუხობდი... არ ქონდა მნიშვნელობა რას მეკითხებოდნენ, ეს იყო ფინანსებიდან, ბუღალტერიიდან, მარკეტინგიდან თუ მენეჯმენტის პრინციპებიდან, ყველა პასუხი თავისით მოდიოდა. კმაყოფილმა და ამასთანავე გაოგნებულმა დავტოვე გასაუბრების ოთახი და პირველი რა სიტყვებიც აღმომხდა, ეს იყო "მადლობა GAU-ს!".

მართლაც, რომ მადლობა GAU-ს, შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება.

რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე. არ აქვს მნიშვნელობა რა გაქვს მიზნად, უზარმაზარი კორპორაციის CEO-ობა თუ უბრალოდ მერსედეს S ან G კლასი, არასოდეს დანებდე და სწავლა განაგრძე. GAU ის ადგილია, რომელიც ყველა საშუალებას გაძლევს მიაღწიო მიზანს  და ღირსეულად ატარო სახელი "GAU-ელი"!