GAU-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

მაგდა შეყელაძე

2011 წლის გამოშვება
უმცროსი იურისტი
ფურშეტ ჯორჯია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი 2011 წელს დავამთავრე. GAU-ში სწავლის 4 წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. სწორედ ჩემი უნივერსიტეტი დამეხმარა არა მხოლოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნის, არამედ საჭირო პრაქტიკისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც.

მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ სტუდენტს, მეგონა, არცთუ დიდი შანსი მქონდა მიმეღო საჭირო პრაქტიკული გამოცდილება, სწავლის მე-4 კურსზევე მომეცა შესაძლებლობა სტაჟირება გამევლო GAU-ს სამართლის კლინიკაში. ამავე წელს დავინიშნე GAU-ს სამართლის კლინიკის დირექტორის თანაშემწედაც და გარდა იმ გამოცდილებისა, რაც ამ სამუშაოს შესრულებით მივიღე მენეჯმენტისა და ადმინისტრირების განხრით, სამართლის პრაქტიკული კურსი დამეხმარა, შემესწავლა ადვოკატირების საჭირო უნარ-ჩვევებიამ პერიოდში მივიღე გამოცდილება მოქალაქეებთან მუშაობაში, სასამართლო პროცესებისათვის დოკუმენტების მოგროვებაში, სასამართლოში საქმის წარმოებასა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებში. სწორედ ეს დამეხმარა გამეცნობიერებინა, რომ საადვოკატო მომსახურების გაწევა ჩემთვის მეტად საინტერესო და სამომავლოდ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულ საქმიანობათაგანი იყო.

გავაკეთე რა არჩევანი, GAU-ს დამთავრებისთანავე გადავდგი პირველი ნაბიჯი სასურველი საქმიანობისაკენ და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და იურიდიულ კლინიკაში შეძენილი გამოცდილების წყალობით, წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე შესაფერისი სამუშაო ადგილის ძებნაც და საბედნიეროდ, 2011 წლის ოქტომბერიდან ერთი წლის მანძილზე ადვოკატად ვიმუშავე საადვოკატო ბიუროში OK & CG, ამჟამად კი ვმუშაობ უმცროსი იურისტის პოზიციაზე კომპანიაში "ფურშეტ ჯორჯია".

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ GAU-ს დახმარებითვე, 2012 წელს, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი პერსონალური მონაცემებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალში. აღნიშნულმა უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შემმატა.

საბოლოო ჯამში, შემიძლია განვაცხადო, რომ GAU-ს დახმარებით, ის, რაც აქამდე მხოლოდ ჩანაფიქრად მიმაჩნდა, უკვე განხორციელებული გეგმაა.

მოკლედ შევეცდები ჩამოვაყალიბო ის უმნიშვნელოვანესი, რისთვისაც ყველაზე მეტად ვაფასებ GAU-ს:

  • გამოცდილი, კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები
  • იურიდიული კლინიკა - შესაძლებლობა სტუდენტებმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მიიღონ სამუშაო გამოცდილება და გამოიმუშავონ იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები
  • სწორად გათვლილი სალექციო კურსი
  • გარემო, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ

GAU ყოველთვის იქნება ჩემი ამჟამინდელი და სამომავლო წარმატების წინაპირობა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარება ნამდვილად სწორი არჩევანი და პირველი და უმთავრესი ნაბიჯია პროფესიონალად ჩამოყალიბებისა და წარმატებული კარიერისაკენ მიმავალ გზაზე!