GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

მარიამ გიორგაძე

2014 წლის გამოშვება
მარკეტინგის სპეციალისტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით.
 
ბაკალავრიატზე სწავლისას GAU-ს დახმარებით სტაჟირება გავიარე სხვადასხვა კომპანიებში და 2013 წლიდან ვმუშაობ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელის ასისტენტად. GAU-ში მიღებული პროფესიული ინგლისურის ცოდნა და აქ შეძენილი უნარ-ჩვევები მეხმარება ჩემს მომავალ პროფესიულ განვითარებაში.
 
ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ ჩავაბარე GAU-ში და პირველი კურსიდან ავირჩიე QUANT პროგრამა. ოთხი წლის მანძილზე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ისწავლება, რაც დაეხმარება ყველა ადამიანს თავის არჩეულ პროფესიაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო.
 
GAU დღესდღეობით თავისი ძლიერი სასწავლო პროგრამებით და პროფესიონალი ლექტორებით გამოირჩევა.