GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

მარიამ დეისაძე

2009 - სამართლის ბაკალავრი 
2013 - კერძო სამართალის მაგისტრი
არსებული მიწის ლეგალიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
თბილისის საკრებულო

2009 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის, სამართლის ფაკულტეტი. ხოლო 2011 წელს ჩავირიცხე ამავე უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებისა და დიპლომატიის სკოლის, მაგისტრატურაზე კერძო სამართლის განხრით - 2013 წელს მივიღე მაგისტრის ხარისხი. 

ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით სტაჟირება გავიარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პროგრამაში, სადაც შეხება მქონდა ცოცხალ საქმეებთან და მონაწილეობას ვიღებდით იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. GAU-ს იურიდიული კლინიკის კურსი გავიარე მაგისტრატურის მეორე კურსზეც კერძო სამართლის მიმართულებით.

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის კურსი და მოვიპოვე სერტიფიკატი.

ინგლისში, კერძოდ ბორმუთის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში გავიარე ორ თვიანი კურსი საერთაშორისო სამართლისა და ბიზნეს უნარების განხრით. აღნიშნული კურსის გავლა გამიმარტივა GAU-ში მიღებულმა ცოდნამ და სწორედ ამის წყალობით მოვიპოვე უმაღლესი შეფასება ყველა საგანში.

2011 წელს წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და გადმომეცა ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში გავიარე 6 თვიანი სტაჟირება შპს ,,ბიდიო ლეგალ”-ში, სადაც GAU-ში მიღებული თეორიული ცოდნა გავიმყარე პრაქტიკაში.

2013 წლიდან დღემდე ვმუშაობ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების მთავარ სპეციალისტად. 

GAU საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს გთავაზობს, ხოლო ლექტორები ბოლომდე ორიენტირებულნი არიან სტუდენტზე და მათ მომავალზე, მეგობრული გარემო და საუკეთესო ლექტორები ეს არის ის მცირედი ფაქტორი რატომაც ყველა სტუდენტს უხარია GAU-ში მისვლა. 

GAU ჩემთვის ასოცირდება საუკეთესო წლებთან. ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტობის წლები სწორედ ამ უნივერსიტეტს დავუკავშირე.