GAU-ს კურსდამთავრებულები

სატრანსპორტო კომპანია „კონტრალო''

GAU-ში ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. გაუ-ში არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდის და ჩამოყალიბების...

პროფესორები და ლექტორები

2006-2008 წლებში ნინო სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და 2009 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საერთაშორისო წოდება. 2008 წლიდან ნინო უგულავა არის საკონსალტინგო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი, 2005 წლიდან საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ხოლო 2011 წლიდან ქალთა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი...

მარიამ ნიკოლაძე

2014 წლის გამოშვება
იურისტი
„კორძაძის საადვოკატო ბიურო''

2014 წელს წარმატებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომაატიის სკოლის, სამართლის ფაკულტეტი. ამჟამად ჩავირიცხე ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო აუცილებელია სწავლა, თუმცა მარტო ეს არ კმარა - სწავლასთან ერთად მნიშვნელოვანია ლექტორების მხარდაჭერა, გვერდში დგომა, იმედის და მაგალითის მოცემა. ეს ყველაფერი გმატებს თავდაჯერებას, რომ შენ შეძლებ იყო წარმატებული პროფესიაში, შენ შეძლებ ჩამოყალიბდე კონკურენტუნარიან კადრად... GAU-ში სწორედ ასეთი ლექტორები არიან.

ჩემი წარმატების პირველ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს მესამე კურსის დასასრულს დიანა ბერეკაშვილის მიერ შემოთავაზებული სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. იმის გარდა, რომ გავლილი სტაჟირებით შევიძინე უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, მივიღე ის რაც ძალიან მნიშნელოვანია - ნდობა და იმედი, რომ მივაღწევდი სასურველ მიზანს. ისეთი ადმაინი და პროფესიონალი როგორიც დიანა ბერეკაშვილია გიცხადებს ნდობას, გაძლევს ცოდნას და აქვს შენი იმედი, წარმოუდგენელია არ დაგეხმაროს მოტივირებაში, იყო უკეთესი, იცოდე უფრო მეტი ვიდრე იცი, არ გაქვს უფლება გაუცრუო იმედი და გაქვს დიდი პასუხისმეგბლობა, რომ გაამართლო მისი არჩევანი, რაც საბოლოოდ გეხმარება პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. ყველა პროფესიის წარმომდგენლისათვის  უმნიშვნელოვანესია მისი პირველი წარმატება და პირველი ნაბიჯები კარიერაში და მე მადლობელი ვარ, რომ ჩემი პირველი წარმატება დიანა ბერეკაშვილი და მასთან მუშაობით მიღებული გამოცდილება იყო.

აქვე მინდა ავღნიშნო, წარმატებად ითვლება ის, რომ ლექციას გიკითხავს და გასწავლის ისეთი პროფესორი როგორიც მზია თოდუაა სხვა უნივერსიტეტებს GAU-სგან განსხავებით არ აქვს ასეთი „ფუფუნება''. მისი ნასწავლით გრძნობ, რომ სხვა უნივერსტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით ბევრად წინ ხარ და ბევრად დიდი შანსი გაქვს გაუწიო კონკურენცია მათ და გარშემომყოფებს.

წარმატებაა ისიც, რომ მქონდა საშუალება დავსწრებოდი თამარ ქალდანის ლექციებს. საოცარია თითქოს ეს ერთის მხრივ უმარტივესი საგანი, როგორ იქცა უმნიშვნელოვანესად, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ GAU-სი.

ჩემი წარმატების მეორე ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ზვიად კორძაძე, რომელმაც შემომთავაზა მასთან, კერძოდკორძაძის საადვოკატო ბიუროში'' სტაჟირების გავლა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და მადლობელი ვარ, რომ მიწევს ასეთ არაჩვეულებრივ გარემოსა და პროფესიონალებში ცოდნისა და გამოცდილების ამაღლება. მადლობელი ვარ, რომ ბატონ ზვიადთან სტაჟირებისას მომეცა საშუალება დავრწმუნებულიყავი ჩემ პირვანდელ არჩევანში - გავმხდარიყავი ადვოკატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მინდა განვმარტო, რომ GAU არამარტო პროფესიონალურ ცოდნის მიღებაში გეხმარება, არამედ  გემხარება იმაშიც, რომ ისწავლო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, რაც აუცილებელია ყოველდღიურ ურთიერთობებსა და ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

GAU-ს დიპლომი იძლევა საშუალებას GAU-მარტივოს დამსაქმებელს გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ უნდა იქნეს არჩეული ვაკანტურ თანამდებობაზე. 

ეს ყველაფერი: ცოდნა, გამოცდილება, ურთიერთობები, ლექციები არ იქნებოდა, რომ არა GAU და მისი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, დეკანი, პროფესორი ზაზა რუხაძე.

და ბოლოს, მაგისტრატურაზე მისაღებ გამოცდაზე დეკანის, პროფესორი ზაზა რუხაძის მიერ დასმულ შეკითხვაზე - თუ რატომ ისევ GAU, ერთადერთი პასუხი მაქვს: GAU გაძლევს შანსს, იყო ის ვინც გინდა რომ იყო! GAU საუკეთესოა!