GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის...

ნინი მესხიძე

2011 - სამართლის ბაკალავრი
2013 - საჯარო სამართლის მაგისტრი 
იურისტი
მოდული

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა და იმავე წელს გავაგრძელე სწავლა GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო სამართლის მიმართულებით, 2013 წლის ივლისში კი მივიღე მაგისტრის ხარისხი.  
 
ბაკალავრიატის მესამე კურსზე სწავლისას ვიყავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგის (სახელშეკრულებო სამართალში) მონაწილე. მეოთხე კურსზე სწავლის პარალელურად, გავიარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სამოქალაქო სამართლის 6 თვიანი სასწავლო კურსი, რომლის ბოლოს, შეფასების მიხედვით, გაიცემა დიპლომი ან სერტიფიკატი. დიპლომის მოპოვებაში დამეხმარა არა მხოლოდ ამ კურსზე მიღებული ცოდნა, არამედ, ასევე, ის მყარი საფუძველი რომელიც უკვე მქონდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან - რაც იმის დამსახურებაა, რომ GAU-ში ასწავლიან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური ლექტორები და რაც მთავარია, GAU-ში სტუდენტები იღებენ არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებასაც და ეს მომავალი იურისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
 
2010-2011 წლებში გავიარე ჯერ პრაქტიკა, შემდეგ კი სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2011 წლის ბოლოს გავიარე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლის თანაშემწის მოსამზადებელი კურსი და წარმატებით ჩავაბარე მოსამართლის თანაშემწეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამჟამად ვარ სამშენებლო კომპანია ,,მოდულის'' იურისტი.
 
GAU-ში სწავლისას გავიარე იურიდიული კლინიკის პროგრამა და უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მომავალი იურისტისათვის, რადგან იურიდიულ კლინიკაში სტუდენტს ეძლევა საშუალება, გააანალიზოს და დააკვირდეს, როგორ მიმდინარეობს რეალური საქმეები, ვითარდება საქმისწარმოება, ის ურთიერთობს რეალურ კლიენტებთან, ამ პროცესში კი გამოიმუშავებს უნარებს, რომელიც აუცილებელია მის პროფესიონალ იურისტად ჩამოყალიბებისთვის. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე როცა განათლების მისაღებად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან GAU არის ზუსტად ის უნივერსიტეტი, სადაც განათლების ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც არსებობს ყველა პირობა პროფესიული განვითარების და წარმატების მისაღწევად, სადაც ლექტორების მიდგომა თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალურია, ეს და კიდევ სხვა მრავალი დადებითი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ GAU საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტია, რომელიც ამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს.