GAU-ს კურსდამთავრებულები

სატრანსპორტო კომპანია „კონტრალო''

GAU-ში ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. გაუ-ში არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდის და ჩამოყალიბების...

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

ნინო ხუჭუა

2015 წლის გამოშვება
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
პროექტების ანგარიშგების სპეციალისტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program).
 
GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, ეს არის ადგილი რომელიც გთავაზობს ამერიკულ სტანდარტებზე ადაპტირებულ ლიტერატურას და სასწავლო პროცესს, ზრუნავს, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება, რაშიც კვალიფიციური პროფესორები და სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო გვეხმარება.
 
GAU-ში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით ბაკალავრიატის პერიოდში დავიწყე მუშაობა TBC ბანკში ოპერაციების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი სამსახური იყო და თანამშრომლებს შორის ყველაზე პატარა აღმოვჩნდი GAU-ში მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნით შევძელი თავიდანვე დამემკვიდრებინა ადგილი კოლეგებს შორის და თანასწორად მეკეთებინა ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებდნენ. სწავლის დასრულების შემდგომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში რეპორტინგის განყოფილებაში - პროექტების ანგარიშგების სპეციალისტად ვმუშაობ. 
 
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) დამეხმარა ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, გამიღრმავა ცოდნა უცხო ენებსა და კომპიუტერულ უნარებში, ასევე მომცა კარგი თეორიული და პრაქტიკული განათლება, რასაც წარმატებით ვიყენებ ჩემს საქმიანობაში.