GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას გაუ-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს."

პროფესორები და ლექტორები

ნინა კარბელაშვილი Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული მასწავლებელია, სერტიფიცირებულია: 3D MAX, 3DVIZ, CorelDraw და Adobe Photoshop. მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

ნინო კოვზირიძე

2016 წლის გამოშვება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი, უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციებთან მუშაობის სამმართველო

2016 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა. პირველი პროფესიული ნაბიჯი კარიერაში, სწორედ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ხელშეწყობით გადავდგი. ჯერ კიდევ მესამე კურსზე სწავლისას დავიწყე სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოში და შემდგომში, უკვე ბაკალავრის დამთავრებისას დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანამშრომელი გავხდი, სადაც მომეცა შესაძლებლობა მემუშავა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რაც დიპლომატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია პროფესიულ წინსვლაში.

GAU ეს არის უნივერსიტეტი, სადაც სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველანაირი პირობაა შექმნილი, გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური ცოდნა შემდგომი კარიერული წარმატებისთვის. დასავლურ მოდელებზე დაფუძნებული სასწავლო სისტემა საშუალებას იძლევა გავხდეთ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე სიამოვნებით განვაგრძობ სწავლას ჩემივე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, რადგან მიმაჩნია, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) იძლევა ერთ-ერთ საუკეთესო განათლებას საქართველოში!