GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

ნინო საღინაძე

2015 წლის გამოშვება
საგარეო საქმეთა სამინისტრო

.2015 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, მაღალი აკადემიური მოსწრებით.
 
GAU-ში გატარებული წლები ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პერიოდია, სწორედ ამ დროს მომეცა საშუალება გადამედგა პირველი ნაბიჯები პროფესიული კუთხით. GAU-ს პროფესიონალმა ლექტორებმა მომცეს უმაღლესი განათლება დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.
 
GAU-მ გამიწია რეკომენდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ.
 
განსაკუთრებით აღსანიშნავია GAU-ს წვლილი ჩემს წარმატებაში, რადგან სწორედ ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა მომცა შანსი გადამედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩემს კარიერაში, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ავღნიშნო, რომ ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გამორჩეულია პროფესიონალიზმითა და სტუდენტებთან სამართლიანი დამოკიდებულებით.