GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე. მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი) მუშაობას.

ნუგზარ ტატიშვილი

2014 წლის გამოშვება
სტაჟიორი 
,,კორძაძის საადვოკატო ბიურო”

2014 წელს წარმატებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა. ამჟამად ვირიცხები ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განვლილი 4 წელი, რაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გავატარე დაუვიწყარ კვალს დატოვებს ჩემს ცხოვრებაში. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ასწავლიან საუკეთესო პროფესორები, რომელთა მოსმენაც ერთი დიდი სიამოვნებაა. GAU-ში არსებული პროფესურა არის იმის გარანტი, რომ ბაკალავრიატ დამთავრებული სტუდენტი უკვე მზა პროდუქტი გამოდიხარ და მზად ხარ იმ დიდი გამოწვებისათვის რაც წინ გელოდება.

სწავლის პერიოდში, მესამე კურსზე ყოფნისას სტაჟირების გავლა დავიწყე იურიდიულ ფირმა „ელ-ფი-ეი''-ში, სადაც შეხება მქონდა უშუალოდ პრაქტიკასთან, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და უფრო დამხვეწა.

მე ამაყი ვარ, რომ მქონდა საშაულება მესწავლა ისეთ პროფესორებთან როგორებიც არიან: ქალბატონი დიანა ბერიკაშვილი, ბატონი ზურა ძიერიშვილი, ბატონი ზვიად კორძაძე და სხვები არ მინდა ვინმე გამომრჩეს,რადგანაც ეს სია დაუსრულებელია.

ჩემს ერ-ერთ დიდ წარმატებად ვთვლი, რომ ამ მომენტში სტაჟირებას გავდივარ „კორძაძის საადვოკატო ბიუროში'', სადაც არის შესანიშნავი გარემო ახალი ცოდნის შესაძენად. სწორედ ბატონი ზვიადი იყო ის ადამიანი, რომელმაც რეალურად პირველად დამაფიქრია, თუ რა სფეროში მსურდა მოღვაწეობა.

მაგისტრატურის დასრულებისთვის მინდა ვიყო წარმატებული ადვოკატი და დარწმუნებული ვარ ამ მიზნების მიღწევაში GAU გვერდზე დამიდგება ისე, როგორც მედგა ამ 4 წლის განმავლობაში.