GAU-ს კურსდამთავრებულები

ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office)

GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი...

პროფესორები და ლექტორები

2011 წლიდან სერგო ცუცქირიძე კითხულობას ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში საინჟინრო გეოდეზიასა და მარკშეიდერიაში...

ნუციკო ნემსიწვერიძე

2014 წლის გამოშვება
ფინანსური მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია „კონტრალო''

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი 2010-დან 2014 წლამდე ვიყავი. დავამთავრე რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით. პირველივე კურსიდან გადავწყვიტე Quant პროგრამას გავმკლავებოდი, რაც, ვფიქრობ, წარმატებით მოვახერხე.

მესამე კურსზე სტაჟირება გავიარე კომპანია „კაპაროლ ჯორჯიას'' ფინანსურ დეპარტამენტში. რაც დამეხმარა ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. სტაჟირების დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო დიდი ინტერესითა და მოტივაციით გავაგრძელე სწავლა. 2013 წლის სექტემბრიდან გავხდი სატრანსპორტო კომპანია „კონტრალოს'' თანამშრომელი და დღესაც წარმატებით ვასრულებ ფინანსური მენეჯერის მოვალეობას.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. GAU-ში არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდის და ჩამოყალიბების საშუალება მომეცა.

ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. აქ შეიძენთ ახალ გამოცდილებებს, დაუვიწყარ მოგონებებს და, რაც მთავარია, საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც აუცილებლად მოგცემენ მოტივაციას არასდროს დაგეზაროთ ლექციაზე მისვლა. :)