GAU-ს კურსდამთავრებულები

,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

აქვე მინდა ავღნიშნო, წარმატებად ითვლება ის, რომ ლექციას გიკითხავს და გასწავლის ისეთი პროფესორი როგორიც მზია თოდუაა სხვა უნივერსიტეტებს გაუ-სგან განსხავებით არ აქვს ასეთი „ფუფუნება''. მისი ნასწავლით გრძნობ, რომ სხვა უნივერსტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით ბევრად წინ...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

რატი ანჯაფარიძე

2012 წლის გამოშვება
საინვესტიციო და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი ფინანსური განხრით 2012 წელს დავამთავრე. მაგისტრატურაზე სწავლასაც GAU-ში ვაგრძელებ, ამჯერად მარკეტინგული მენეჯმენტის მიმართულებით. შემიძლია მთელი გვერდი დავუთმო იმ საგნების ცოდნისა თუ უნარების ჩამონათვალს, რომელიც GAU-მ შემძინა, მაგრამ თავი რომ არ მოგაბეზროთ პირდაპირ შედეგს მივადგები და მოკლედ მოგიყვებით, რაში გამომადგა ეს ყველაფერი.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსზე სწავლის პერიოდში GAU-მ მომცა უნიკალური შესაძლებლობა დამეწყო სტაჟირება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიაში, თავის სექტორში მოღვაწე კომპანიებს შორის ე.წ. "დიდი ოთხეულის" (Big Four) წევრ კომპანია Deloitte and Touche-ში, რომელიც საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორია და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტი აბარია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გავხდი Deloitte-ის სტაჟიორი და დამევალა საქმიანობა ინვესტიციების წახალისებისა და პროექტების განხრით, რისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ეკონომიკური და ფინანსური ანალიზებისა და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნას.

სტაჟირების 5 თვიანი კურსის წარმატებულად დამთავრების შედეგად მივიღე ორი სამუშაო შემოთავაზება, რომლებიდანაც ერთ-ერთი იყო სწორედ ის დაწესებულება სადაც ამჟამად სრულ განაკვეთზე ვმუშაობ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და, შემდგომ, ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.

კარიერული წინსვლის პერსპექტივა - ეს არის ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა, რომელიც განასხვავებს GAU-ს და უდაოდ ანიჭებს მას საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს. ამავდროულად, არ შეიძლება არ გავუსვა ხაზი იმ ფაქტორებს, რომლებიც უშუალოდ ქმნიან ამ პერსპექტივის არსებობის შესაძლებლობას:

  • დიდი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ლექტორები და ადმინისტრაცია;
  • მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა;
  • სასიამოვნო სასწავლო გარემო.

ამ ყველაფერმა უზრუნველყო ჩემი პროფესიული განვითარების დასაწყისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სტუდენტისთვის. GAU გამორჩეული უნივერსიტეტია და მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ.