GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

სალომე ღუდუშაური

2011 წლის გამოშვება
სტრატეგიული მენეჯერი
სს "თიბისი ლიზინგი“

დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) მიმართულებით 2011 წელს. გავხდი ამავე სპეციალობის მაგისტრი 2014-ში.

მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემს პირველ გასაუბრებაზე წავედი. იმ დღეს ჩემი თავის რწმენა გამიასმაგდა - დავინახე, როგორი აღფრთოვანებული უსმენდა ჩემს პასუხებს „ჩამჭრელ'' კითხვებზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ფინანსური დირექტორი. არ ეგონა, რომ საქართველოში ჩემი მიმართულებით შეიძლებოდა ასეთი განათლების მიღება.

შემდეგ იყო მეორე გასაუბრება იმ კომპანიაში, სადაც თითქმის 5 წელია ვმუშაობ. „თიბისი ლიზინგი'' გახდა ჩემი ლაბორატორია, სადაც თვითრეალიზებას ვახდენ, წლიდან წლამდე წინ მივიწევ და სისტემატიურად ვაწყდები პრაქტიკულ სიტუაციებს, სადაც ზუსტად იმ ცოდნას ვიყენებ, რასაც GAU-ში ვეზიარე 7 საინტერესო და დატვირთული წლის განმავლობაში.

GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც  დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს.

შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი, ისწავლო და აკეთო ის, რაც გაინტერესებს, გადალახო ბევრი გამოწვევა, რომ მიხვიდე მიზნამდე - ყველაფერ დანარჩენს უზრუნველყოფს GAU, რომელიც ტრამპლინი იყო ჩემს ნახტომში წარმატებისკენ! :)