GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

სალომე ფრუიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში - სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში (იურისტი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

სოფიო კივილაძე

2011 წლის გამოშვება
შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC
მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი ვიყავი 2007-დან 2011 წლამდე. სპეციალობად ავირჩიე მარკეტინგი და სწავლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე, შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანაიში (EMC), სადაც დღემდე ვმუშაობ.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი.

წელს გადავწყვიტე მაგისტრის ხარისხის მოპოვება ჟურნალისტიკის მიმართულებით და ამჟამად ვსწავლობ ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე. ვთვლი, რომ ეს პროფესია მარკეტინგის სფეროში მიღებულ განათლებასთან ერთად საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში პროფესიონალად მაქცევს.

იხილე სოფიო კივილაძის CV