GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართუ ჯგუფი

GAU-ს ინგლისურენოვანი განათლების დამსახურებაა, რომ მე-3 კურსიდან მთარგმნელად დავიწყე მუშაობა "ბრავო რექორდს"- ში. რამოდენიმე თვეში კი სტაჟირება გავიარე "ქართუ ჯგუფში", კერძოდ ასოციაცია "ატუ”-ში, სადაც დღესდღეობით შტატიან ბუღალტრად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ იაკობაშვილი სწავლობდა ლივერპულისა (ინგლისი) და კონსტანცის (გერმანია) უნივერსიტეტებში შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; ფინანსები; სამართალმცოდნეობა. 2011 წელს მას მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი...

სოფო ნათენაძე

2010 - ბაკალავრი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
2012 - მაგისტრი საჯარო სამართლის მიმართულებით
იურისტი
სს პროკრედიტ ბანკი

2010 წელს დავამთავრე ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, 2012 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საჯარო სამართლის მიმართულებით. სწავლის პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი გაცვლით პროგრამებში იტალიისა და ამერიკის უნივერსიტეტებში, რამაც ხელი შეუწყო ჩემს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

GAU-ში სწავლის პერიოდში ჩემთვის დაუვიწყარი იყო ის დროროდესაც ვიყავი ნიუ-იორკში, Fordham-ის უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებისა და დიპლომატიის სკოლაში, ვესწრებოდი ლექციებს ამერიკის სამართლებრივი სისტემების შესახებ. კურსი მოიცავდა არა მხოლოდ თეორიულ მასალას, არამედ ტურებს გაეროში, ადვოკატურაში, დასწრებას სასამართლო პროცესებზე... 

როდესაც დავამთავრე ბაკალავრიატის 2 კურსი, მუშაობა დავიწყე ს.ს. იბერია რეფრეშმენტს-ში, ამჟამად ვმუშაობ ს.ს. პროკრედიტ ბანკში, იურისტის პოზიციაზე.

GAU-ს უპირატესობას გამოვყოფდი მრავალი ფაქტორის გამო, მათ შორის:

  • კომფორტული, უსაფრთხო, სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო;
  • ლექტორები და პროფესორები, რომლებიც პროფესიონალიზმის გარდა კომუნიკაბელურობით და სტუდენტებისადმი მეგობრული მიდგომით გამოირჩევიან;
  • უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების რეალიზაცია, სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების შეთავაზება;
  • იურიდიული კლინიკა, სადაც სტუდენტები გამოიმუშავებენ პროფესიულ უნარებს.

ჩემს წარმატებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემი უნივერსიტეტი, რომელიც დამეხმარა იმაში, რომ ჩამოვყალიბებულიყავი კონკურენტუნარიან იურისტად.