GAU-ს კურსდამთავრებულები

ჩილაუთ გრუპი

არ შემიძლია არ აღვნიშნო, GAU-ს სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა თითოეული თემის პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა მეთოდით. ეს იქნება თამაშები, პროექტები, წარმატებული კომპანიების ბიზნეს შემთხვევები...

პროფესორები და ლექტორები

2011 წლიდან სერგო ცუცქირიძე კითხულობას ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში საინჟინრო გეოდეზიასა და მარკშეიდერიაში...

თინათინ ბარბაქაძე

2014 წლის გამოშვება
სასერტიფიკატო პრორამების მენეჯერი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე 2014 წელს საერთაშორისო სამართლის განხრით. სწავლის პერიოდში დავიწყე მუშაობა GAU-ში სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერად.

GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიცირებულ ლექტორებს, რომლებიც ქმნიან მეგობრულ გარემოს და ორიენტირებულნი არიან სტუდენტმა მიიღოს საჭირო ცოდნა, რაც შემდგომი პროფესიული წინსვლისთვის არის აუცილებელი. GAU-ს პროგრამის წარმატებას უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიბა. პრაქტიკული სწავლების კუთხით აუცილებლად აღსანიშნავია სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიული კლინიკა, სადაც შესაძლებელია სტუდენტმა მიიღოს უდიდესი გამოცდილება, რაც გაუადვილებს მას ამ სფეროში თავის დამკვიდრებას.

GAU-ს უამრავი უპირატესობის ჩამოთვლა შემიძლია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ GAU საერთაშორისო სტანდარტებს სთავაზობს სტუდენტებს და ორიენტირებულია მათ წარმატებულ მომავალზე. GAU გაძლევთ უამრავ შესაძლებლობას, მთავარია შენ მოინდომო და სწორად გამოიყენო ის.

მე ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე  და მიხარია, რომ GAU-ს ნაწილი ვარ :)