GAU-ს კურსდამთავრებულები

ეროვნული ბანკი

ამავდროულად გავხდი ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში. ყოველდღიური საქმიანობის წარმატებით შესრულებაში კი სტუდენტობის დროს...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან...

ვახო კოპალეიშვილი

2012 წლის გამოშვება 
Sharm Trading
უმცროსი ბრენდ მენეჯერი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა დავამთავრე 2012 წელს ფინანსების განხრით და მქონდა სურვილი, დამეწყო პრაკტიკული გამოცდილების მიღება. GAU-ში შეძენილი უნარ-ჩვევები და ცოდნა დამეხმარა მუშაობა დამეწყო საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში - Sharm Trading, სადაც ვარ უმცროსი ბრენდ მენეჯერი Selpak-ის განყოფილებაში.

GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე, GAU-ს  სახელმძღვანელოები უახლესი ამერიკული და ევროპული ლიტერატურისაგან შედგება. ეს ყველაფერი საუკეთესო პირობებს გიქმნის იმისთვის, რომ გახდე მოთხოვნადი კადრი არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ GAU არის ადგილი, სადაც შეგიძლია მიიღო ის საბაზისო ბიზნეს განათლება, რომელიც განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება მომავალში შენი კარიერული ზრდისა და განვითარებისათვის.