GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

ვერიკო მამაიაშვილი

2012 - სამართლის ბაკალავრი
2014 - კერძო სამართლის მაგისტრი
საკრედიტო ადმინისტრატორი
თიბისი ბანკი

2012 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი. 2014 წელს კი დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრატურა. მესამე კურსიდან გავდიოდი სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში. 2013 წელს მომიწია შერჩევის რამოდენიმე ეტაპის გავლა თიბისი ბანკში, რის შემდეგაც გავხდი თიბისი ბანკის თანამშრომელი.

ვთვლი გამიმართლა, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო GAU-ს იურიდიული ფაკულტეტის მაღალკვალიფიციური ლექტორები და ადმინისტრაცია, რომელთა დახმარებით განვახორციელეთ ბევრი საინტერესო პროგრამა. მათ მოგვცეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.

ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო თბილი და მეგობრული დამოკიდებულება GAU-ს ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. GAU-ში გატარებული წლები დაკავშირებულია მეგობრობასთან და წარმატებებთან.