• სასერტიფიკატო პროგრამები კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში

BMB (Building and Managing Business) - კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში

 

BMB (Building & Managing Business) - კურსი ბიზნესის ადმინისტრი...

კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაშიმათთვის ვისაც გსურთ მიიღოთ პრაქტიკული ბიზნეს განათლებაგადადით ბმულზე: http://gau.ge/building-managing-business- წარმატების სწავლა შესაძლებელია -

Posted by ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ / GAU Georgian American University on 2016 წლის 19 თებერვალი, პარასკევი

 

  • თქვენ დასაქმებული ხართ ბიზნესის სფეროში და გსურთ მიღწეული შედეგების გაუმჯობესება;
  • გეგმავთ წამოიწყოთ სამეწარმეო საქმიანობა ან უკვე დაიწყეთ და გჭირდებათ გაიღრმავოთ ცოდნა და ხედვა;
  • დაინტერესებული ხართ ბიზნეს განათლებით, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო ხანგრძლივი სწავლისთვის;

GAU გთავაზობთ საუკეთესო არჩევანს, გაიაროთ ბიზნესის მოკლევადიანი კურსი BMBრომელიც გაძლევთ რეალურ შესაძლებლობას:

1. აღიჭურვოთ ბიზნეს ენით
2. უკეთ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები
3. გაიღრმავოთ ხედვა და ცოდნა
4. შეისწავლოთ ბიზნეს გარემო
5. გაიმდიდროთ კონტაქტები
6. შეიქმნათ სწორი მოლოდინები
7. დასახოთ ალტერნატივები
8. მიიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილებები

კურსი ასევე დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში, მენეჯერული და ბიზნეს უნარების აღმოჩენა-განხორციელაბაში.

პროგრამა აწყობილია სწავლების თანამედროვე  მეთოდებით, როგორებიცაა ქეისების განხილვა (ქართულ რეალობაში) და სიმულაციები. კურსის ფარგლებში აქცენტები გაკეთდება მსმენელების მაღალ ჩართულობასა და ინტერაქციაზე, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის ლექციების მიმდინარეობას. კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერთიფიკატს.  

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
- საშუალო და მცირე ბიზნესის არსებული და პოტენციური მფლობელები
- დამწყები და შუალედური რგოლის მენეჯერები
- კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული სპეციალისტები 

მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს შესაბამისი საგნებით:

1. მენეჯმენტის მოდული:
- ეფექტური კომუნიკაცია
- ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
- ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი ბიზნესში
- მენეჯმენტი და ორგანიზაციული ქცევა
2. ეკონომიქსის მოდული:
- ეკონომიკური აზროვნების ძირითადი პრინციპები
- ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი
3. ფინანსების მოდული:
- მონაცემთა დამუშავება და ანალიზი
-ფინანსები მენეჯერებისთვის
- გადასახადები
- კორპორაციული ფინანსები
4. მარკეტინგის მოდული:
- ბრენდინგი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC)
- კრეატიული მარკეტინგი
- მომხმარებლის ქცევა
5. მეწარმეობის მოდული:
- მეწარმეობა
- ინოვაციების მართვა
- ბიზნეს გეგმის შედგენა
- სტუმარი (მასტერკლასი წარმეტებული კომპანიის დამფუძნებლისგან - მეწარმისგან)

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა:
ბიზნეს პროექტის მომზადება და პრეზენტაცია (პროექტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა). მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში).

პროგრამის საფასური:
BMB პროგრამის საფასური შეადგენს 1690 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 8 კვირის განმავლობაში.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

 

დაფინანსება:
GAU მსმენელებს სთავაზობს სწავლის დაფინანსების უნიკალურ შესაძლებლობას. კურსის ბოლოს, ტრენერები გამოავლენენ საუკეთესო პროექტს, რომელსაც ადმინისტრაცია დააფინანსებს სწავლის მთლიანი ღირებულებით.

პროგრამის ხანგრძლივობა:
- აკადემიური კალენდარი შედგება 18 კვირისგან.
- ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი)
(ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება)
- ლექციის ხანგრძლივობა 19:00 – 21:30

პროგრამის გასავლელად საჭიროა:
1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)

ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი. 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2 მარტი

დაწყების თარიღი 6 მარტი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge
მობ: 599 081 875
ტელ: 2 20 65 20 (316)