• კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში

ტრენერები

გიორგი ბაქრაძე

 გიორგი ბაქრაძე - საქართველოს ეროვნულ ბანკი –  მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი (2003–07 წლები); 2010 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში. ასევე ISET-PI–ს (2012–14 წლებში) და EPRC–ს უფროსი მკვლევარი. საქართველოს კომპიუტერული ცოდნის გავრცელების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. მიწვეული ლექტორი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მაგისტრის ხარისხი განვითარების ეკონომიკაში (2003 წ.) მიიღო უილიამს კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში (2007-2010 წწ.; დოქტორანტურის სასწავლო კურსი). თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში (1996 წ.); 

 


ანდრო მეტრეველი
- ბრენდ კონსულტანტი. კომპანია „ედბრენდის“ დამფუძნებელი და მმართველი. 18 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის სფეროში. 2007 წლიდან გაუ თბილისის პიარსკოლის ბრენდინგის ქვეკურსის პედაგოგი. მონაწილეობა აქვს მიღებული  50 -ზე მეტი სხვადასხვა ტიპი ბრენდინგ პროექტში, მათ შორის: „ვისოლი“, „ბაზის ბანკი“, „ნიკორა“, ,,იუ ეფ სი“, „საქკაბელი“, „გია გვარამიას კლინიკა“.

  

გიორგი პოპიაშვილი - თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი Dora’s Lab-ში (მობილური აპლიკაციები). 2005 წელს მიწვეული იყო მოსკოვში, „Art Lebedev", გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. მალევე გადავიდა BBDO მოსკოვში, უმსხვილეს სარეკლამო სააგენტოში არტ-დირექტორის პოზიციაზე, სადაც მისმა პროექტებმა მოიგო ყველა ადგილობრივი ჯილდო, ერთი საერთაშორისო და ერთიც Epica Award. 2011 წელს სასწავლებლად გადავიდა ჰამბურგში, სადაც მიიღო განათლება Art-Direction-ში, Miami Ad School. სტაჟირება გაირა Saatchi & Saatchi ბერლინში, BBDO Proximity ბერლინში  და Jung von Matt ჰამბურგში. ბოლო პროექტმა, რომელიც BBDO Proximity–ში გააკეთა Smart Fortwo–სთვის მოიგო ორი ვერცხლის ლომი, კანის საერთაშორისო  ხელოვნების ფესტივალზე.

 

დავით პაპუაშვილი - 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლაში ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997).

 

 

კარლო მათითაიშვილი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - კანცლერი, დელტა კომმი - პროექტებისა და პროგრამული სისტემების განყოფილების უფროსი, დელტა კონსალტინგი - დირექტორი. ძირითადი ინტერესები: მენეჯმენტი, პროექტების მართვა, სტარტაპები. 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება ძირითადი კონცენტრაციით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.

 


გია ჩქოფოია - ბიზნეს-კონსულტანტი.  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი. 6 წლიანი პროფესიული გამოცდილება საბანკო სექტორში და სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტებში. გააჩნია ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების 2 წლიანი გამოცდილება. ძირითადი ინტერესები: მენეჯმენტი, ფინანსები და კონსალტინგი. ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში (ESM).

 

თეა გველესიანი - ფსიქოლოგი, „პარტნიორები -საქართველო“-ს ტრენერ/კონსულტანტი. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი და პედაგოგი. გაუ თბილისის პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსის პედაგოგი. 15 წლიანი ტრენერობისა და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება შემდეგ საკითხებში: ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა და ეფექტური გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, მედიაცია, საჯარო გამოსვლა, ფასილიტაცია, მოლაპარაკებების წარმოება, მრავალფეროვნების მართვა, ადვოკატირება, პერსონალის შერჩევა, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტის ეფექტური მომსახურება და გაყიდვები.   

 

 

გიორგი ბაქრაძე  - კომერციული  დირექტორი სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტში (CCO). 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ძირითადად საბანკო სფეროში, სადაც მუშაობდა როგორც სპეციალისტად, ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე. დაგროვილი აქვს მართვის გამოცდილება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. განათლება: BBA-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, MBA-თავისუფალი უნივერსიტეტი (ESM).

 


მალხაზ ოდიშარია - სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი.  1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწავლო ცენტრის „SoftMaker''-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2011 წელს მიენიჭა Microsoft Certified Technology Specialist (MCTS)-ის წოდება. 2003 წლიდან იყო მიწვეული ტრენერი კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით შემდეგ ორგანიზაციებში: ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მრავალი სხვა. 
  

 

რაულ აგიკიანი

 

რაულ აგიკიანი - 2007 წლიდან „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ მთავარი იურისტი. სამოქალაქო საპეციალიზაციის ადვოკატი. რამდენიმე მსხვილი კომპანიის და საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მთავარი იურისტი. 2011 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საჯარო დებატების, სამეწარმეო სამართლისა და საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. დამთავებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის დოქტორანტი. იყო მემედ აბაშიძისა და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი.