• ტრენერები Business Law & Management

ტრენერები

 

დავით პაპუაშვილი - 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლაში ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997).

 

გიორგი ბაქრაძე

 გიორგი ბაქრაძე - საქართველოს ეროვნულ ბანკი –  მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი (2003–07 წლები); 2010 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში. ასევე ISET-PI–ს (2012–14 წლებში) და EPRC–ს უფროსი მკვლევარი. საქართველოს კომპიუტერული ცოდნის გავრცელების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. მიწვეული ლექტორი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მაგისტრის ხარისხი განვითარების ეკონომიკაში (2003 წ.) მიიღო უილიამს კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში (2007-2010 წწ.; დოქტორანტურის სასწავლო კურსი). თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში (1996 წ.); 

 

კარლო მათითაიშვილი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - კანცლერი, დელტა კომმი - პროექტებისა და პროგრამული სისტემების განყოფილების უფროსი, დელტა კონსალტინგი - დირექტორი. ძირითადი ინტერესები: მენეჯმენტი, პროექტების მართვა, სტარტაპები. 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება ძირითადი კონცენტრაციით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.

 

რაულ აგიკიანი

 

რაულ აგიკიანი - 2007 წლიდან „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ მთავარი იურისტი. სამოქალაქო საპეციალიზაციის ადვოკატი. რამდენიმე მსხვილი კომპანიის და საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მთავარი იურისტი. 2011 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საჯარო დებატების, სამეწარმეო სამართლისა და საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. დამთავებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის დოქტორანტი. იყო მემედ აბაშიძისა და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი. 

 

ელენე თოთიბაძე

ელენე თოთიბაძე- საერთაშორისო ჰოლდინგური კომპანია Marussia Beverages B.V-ს             (სს მარუსია (საქართველო), სს შატო მუხრანი, შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS, შპს ველინგტონი (FRIXX)) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და ინტელექტუალური საკუთრების მენეჯერი. 6 წლიანი პროფესიული გამოცდილება კერძო სექტორში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორიც არის ევრო საბჭო და წითელი ჯვარი.  მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში მიღებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ხოლო ბაკალავრის ხარისხი ქართული-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (GAU).

 

ამირან ზენაიშვილი

ამირან ზენაიშვილი - იურიდიული სამართლის დოქტორი – პროფესორი, 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება კერძო სექტორსა და საჯარო სამსახურში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ექვს წლიანი გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ხუთი წიგნის და ათამდე პუბლიკაციის ავტორი, არჩეულია საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ, არის საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის - სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრად. 

 

Amiaran Makaradze

ამირან მაკარაძე - საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმის "Begashvili & COLimited" და მსხვილი ვეტერინარული კომპანია შპს "Invet Group" -ის იურისტი. არის ასევე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) გამგეობის წევრი. კითხულობს ლექციებს, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ფლობს ოსლოს უნივერსიტეტის (ნორვეგია), საერთაშორისო ბიზნეს, საინვესტიციო და სავაჭრო სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (LLM). მისი პროფესიული გამოცდილება, ასევე მოიცავს საქმიანობას შემდეგ პროექტებსა და ორგანიზაციებში, შუახევიჰესის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტი (ბათუმი), საერთაშორისო და ევროპული ეკონომიკის სამართლის ცენტრი (თესალონიკი, საბერძნეთი), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი(ოსლო, ნორვეგია).