• პროგრამის აღწერა ბიზნეს ინგლისურის ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი

Business English for Adults - ბიზნეს ინგლისური მოზრდილებისთვის

Business English for Adults - ბიზნეს ინგლისურის ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი ბიზნეს სკოლის სტუდენტების, კურსდამთავრებულების, უმაღლესი სკოლის მასწავლებლებისა და ლექტორების, საქმიანი წრეების წარმომადგენლებისა და ბიზნეს ინგლისურით დაინტერესებულ პირთათვის C1 - C2 დონეებზე.

აღნიშნული კურსი, მიზნად ისახავს:

v  ინგლისური ენის ოთხი ძირითადი უნარ-ჩვევის დახვეწასა და სრულყოფას აკადემიურ და პროფესიულ ბიზნეს გარემოში მათი თავისუფალი და ძალდაუტანებელი გამოყენების მიზნით.

v  ვრცელი, პროფესიულ - დარგობრივი საკითხავი და მოსასმენი მასალის დამოუკიდებლად გაგების, დამუშავებისა და საქმიან ბიზნეს გარემოში მიღებული მრავალფეროვანი წერითი დავალებების დროის მოკლე მონაკვეთში შესრულების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. 

v  პროფესიული პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და სრულყოფას საქმიანი გარემოსთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი ავთენტური მასალის გამოყენებით. 

სერტიფიკატის მისაღებად მსმენელებს კურსის გავლის შემდეგ ჩაუტარდებათ დარგობრივი ტესტირება C1 და C2 დონეზე.  

v  აკადემიური კალენდარი შედგება 5 კვირისგან (60 საათი)

v  ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი)

v  მეცადინეობების ხანგრძლივობა - 3 საათი

v  პროგრამის საფასური შეადგენს 680 ლარს.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 


პროგრამის გასავლელად საჭიროა:

შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

- გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ქვემოთ მითითებულ მისამართზე

ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება, რომლის საფუძველზეც დაკომპლექტდება ჯგუფი (არაუმეტეს 15 მსმენელი).

დაწყების თარიღი 16 იანვარი 2017

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge
მობ: 599 081 875
ტელ: 2 20 65 20 (316)