• კურსის აღწერა ტურიზმის მენეჯმენტი

ტურიზმის მენეჯმენტი

GAU გთავაზობთ გაიაროთ სამთვიანი კურსი პრაქტიკულ ტურიზმშიკურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  1. გაერკვეთ ტურიზმის ინდუსტრიაში როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში.
  2. გქონდეთ საბაზისო ცოდნა ბილეთების, სასტუმროების და დამატებითი სერვისების ჯავშნის შესახებ.
  3. შესწავლილი გქონდეთ ტურისტული პაკეტის შეკვრა, ტურის ჯავშნისას ლოკაციების განსაზღვრა.
  4. პრაქტიკული სამუშაოებით მაქსიმალურად მომზადებული იყოთ ტურ ოპერატორად.
  5. საქართველოს ტურისტული პროდუქტის შექმნას და მასში შემავალ ელემენტების განსაზღვრას.
  6. შემომყვანი ტურის ღირებულების გამოთვლა და ფასწარმოქმნას.
  7. ტურისტული პაკეტების მომხმარებელზე მიწოდების სპეციფიკას.
  8. ტურისტული პაკეტების გაყიდვას.
  9. სერვის პლუსი - როგორ მოვიქცეთ მომხმარებელთან

პროგრამა ხორციელდება სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. მეტი აქცენტებია დასმული პრაქტიკულ ცოდნაზე და ნაკლები თეორიულზე. კურსის განმავლობაში იქნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური დავალებები.

კურსის მსვლელობისას, მთავარი აქცენტები გაკეთდება მონაწილეთა მაღალ ჩართულობასა და ინტერაქციაზე.  კურსის დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს. საუკეთესო პროექტის წარმდგენი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას საინფორმაციო ტურში საზღვარგარეთ.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

-   ტურიზმის მენეჯმენტის კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების მისაღებად

-   მათთვის ვისაც სურს საკუთარი თავი ტურიზმის სფეროს დაუკავშიროს

                      

მონაწილეები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს შესაბამისი საგნებით:

1.  გამყვანი ტურიზმის კურსი

-   გამყვანი ტურიზმის ძირითადი სახეობები, სტრუქტურა, თანამშრომლები და ფუნქციები

-   ტურისტულ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები და ორგანიზაციები

-   ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესო მიმართულებები

-   სასტუმროების, ავიაბილეთების და დამატებითი სერვისების დაჯავშნა

-   პარტნიორების მოძიება

-   ტურისტული მარშრუტების შედგენა და კალკულაცია

-   ბილეთის “მასკის” წაკითხვა

-   სავიზო პროცედურები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

-   პრაქტიკული სამუშაოები

 

2.   შემომყვანი ტურიზმის სპეციფიკა

-   შემომყვანი ტურიზმის ძირითადი სახეობები, სტრუქტურა, თანამშრომლები და ფუნქციები

-   ტურისტული პაკეტების შექმნა და მასში შემავალი ელემენტები

-   ტურის ღირებულების დადგენა

-   შემომყვანი ტურიზმის საგადასახადო კანონმდებლობის თავისებურებანი.

 

3.   გაყიდვები

-   ტურისტული საგზურის გაყიდვა, სერვის პლუსი

 

4.   მარკეტინგი

-    ტურისტული საგზურების სწორი ხაზებით გავრცელება (მარკეტინგი)

-    პარტნიორების მოძიება

-    კლიენტებთან ურთიერთობა

 

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა:

ფინალური პროექტის შედგენა რომელიც შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური (არა უმეტეს სამი წევრისა).

პროგრამის საფასური:

პრაქტიკული ტურიზმის კურსის ღირებულება შეადგენს 1600 ლარს. ღირებულების ნახევარს მონაწილეები გადაიხდიან კურსის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 8 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

 

პროგრამის ხანგრძლივობა:

-    აკადემიური კალენდარი შედგება 12 კვირისაგან.

-    ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ (სამშაბათი,ხუთშაბათი, შაბათი). ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება.

-    ლექციის ხანგრძლივობა 19:00 – 21:30 

პროგრამის გასავლელად საჭიროა:

  1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
  2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)

ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 მარტი!

დაწყების თარიღი: 7 მარტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკაციო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge
მობ: 599 081 875
ტელ: 2 20 65 20 (316)