GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო

"რომ არა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში..."

პროფესორები და ლექტორები

ირმა ღარიბაშვილი იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის "ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჯგუფის წევრი...

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მეგობრებო, უმნიშვნელოვანესი გაფრთხილება:
 
საქართველოს კანონით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომელიც ძალაში პირველი მაისიდან შევიდა, მოწევა აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად მოწევა დაუშვებელია როგორც GAU-ს შენობაში, ისე მის ეზოში და ცენტრალური შესასვლელის პერიმეტრზე ანუ უნივერსიტეტის მთელ კუთვნილ ტერიტორიაზე. 
  
დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება უნივერსიტეტი და/ან მწეველი. ორგანიზაციას კანონი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში აღმკვეთ ღონისძიებას ავალდებულებს, მათ შორის 112-თან დაკავშირებას.
 
კანონის შესაბმისად აკრძალვის ნიშანთან ერთად ვუთითებთ ნომერს, რომელზეც ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 032 220-65-20(111); 595 99 77 86 („ოპტიმუმი“)

მოგმართავთ თხოვნით, შესაძლო უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, მხედველობაში გქონდეთ ახალი წესები და არ მოწიოთ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

მადლობას გიხდით გათვალისწინებისთვის!