GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2011 წელს დავამთავრე Quant-ის (Quantitative Financial Analyst) მიმართულებით. 2014 წელს GAU-შივე დავამთავრე მაგისტრატურა ფინანსების განხრით, რადგან ამ უნივერსიტეტში ყველაფერია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე წარმატებულ ფინანსისტად...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

GAU-ში შიდა სტუდენტური ოლიმპიადა კალათბურთის ჩემპიონათით გრძელდება

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სპორტული ღონისძიებების ციკლი კალათბურთის შიდა ჩემპიონატით გრძელდება. 

ტურნირის ორგანიზატორები არიან GAU-ს ელჩები.

ტურნირი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

 

1. რეგისტრაცია: იწყება 22 თებერვალს და გრძელდება 6 მარტის ჩათვლით.
2. კენჭისყრა: ჩატარდება 5 მარტს 17:00 საათზე მე-200 აუდიტორიაში (სადაც ასევე დეტალურად განვიხილავთ თამაშის წესებს და სტრუქტურას).
3. თამაშები დაიწყება 10 მარტს და ჩატარდება შაბათ-კვირას.
4. დაჯილდოვება: I ადგილი - თასი,მედლები,საპრიზო ფონდი 400 ლარი; II ადგილი - მედლები.

იმისათვის, რომ ჩაერთოთ ჩემპიონატში გაითვალისწინეთ:

მონაწილეობის წესები:

1.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია არაუმეტეს რვა (8) და არანაკლებ ექვსი (6) წევრით დაკომპლექტებულ გუნდს, რომლის შემადგენლობაში შესული თითოეული მონაწილე უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მოქმედი სტუდენტი.

1.2. შიდა კონკურენციის მიზნით, ესა თუ ის გუნდი აუცილებლად დაკომპლექტებული უნდა იყოს ერთი და იმავე ფაკულტეტის (მიმართულების) სტუდენტებით.

1.3. არ შეიძლება გუნდის განაცხადის შეცვლა ტურნირის დაწყების შემდეგ.

1.4. არ შეიძლება ერთზე მეტ გუნდში თამაში.

გუნდების დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე:

გადმოწერეთ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსეთ და გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Ana.Andriashvili@gau.edu.ge

თამაშის წესები

2.1. მოქმედებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი ყველა წესი.
2.2. თითოეული გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს რვა (8) მოთამაშე: 5 ძირითადი მოთამაშე და 3 სათადარიგო. 
2.3. ცვლილებების რაოდენობა არ არის შეზღუდული. 
2.4. შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში დაბრუნება. 

ტურნირის სტრუქტურა

3.1. ტურნირის სტრუქტურა (ჯგუფური ეტაპი/ფლეიოფი ანდა ოლიმპიური პრინციპი) დამოკიდებული იქნება მონაწილე გუნდების რაოდენობაზე.

3.2. მატჩი გრძელდება ორი (2), თორმეტ წუთიანი (12 წთ) ტაიმით.

3.3. თამაშების ჩატარების დროები წინასწარ შეთანხმებული იქნება გუნდების კაპიტნებთან.

3.4. შეთანხმებულ მატჩზე არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ჩაეწერება წაგება.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ანა ანდრიაშვილი - 591 144 544