GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

GAU-ს შიდა კალათბურთის ჩემპიონატი იწყება - GAU Basketball Tournament 2019

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სპორტული ღონისძიებები კალათბურთის შიდა ჩემპიონატით გრძელდება.

ტურნირის ორგანიზატორები არიან GAU-ს ელჩები.

ტურნირი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

რეგისტრაცია: იწყება 1 თებერვალს და გრძელდება 19 თებერვლის ჩათვლით.

2. კენჭისყრა: ჩატარდება 20 თებერვალს (შეხვედრაზე ასევე დეტალურად განვიხილავთ თამაშის წესებს და სტრუქტურას).

3. დაჯილდოება: I ადგილი - თასი, მედლები, ფულადი პრიზი (400 ლარი); II ადგილი - მედლები. 

იმისათვის, რომ ჩაერთოთ ჩემპიონატში გაითვალისწინეთ:

1.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია არაუმეტეს რვა (8) და არანაკლებ ექვსი (6) წევრით დაკომპლექტებულ გუნდს, რომლის შემადგენლობაში შესული თითოეული მონაწილე უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მოქმედი სტუდენტი.

1.2. შიდა კონკურენციის მიზნით, ესა თუ ის გუნდი აუცილებლად დაკომპლექტებული უნდა იყოს ერთი და იმავე ფაკულტეტის (მიმართულების) სტუდენტებით.

1.3. არ შეიძლება გუნდის განაცხადის შეცვლა ტურნირის დაწყების შემდეგ.

1.4. არ შეიძლება ერთზე მეტ გუნდში თამაში.

გუნდების დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე: http://bit.ly/2Ba8mhN

თამაშის წესები

2.1. მოქმედებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი ყველა წესი.

2.2. თითოეული გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს რვა (8) მოთამაშე: 5 ძირითადი მოთამაშე და 3 სათადარიგო.

2.3. ცვლილებების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

2.4. შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში დაბრუნება.

ტურნირის სტრუქტურა

3.1. ტურნირის სტრუქტურა (ჯგუფური ეტაპი/ფლეიოფი ანდა ოლიმპიური პრინციპი) დამოკიდებული იქნება მონაწილე გუნდების რაოდენობაზე.

3.2. მატჩი გრძელდება ორი (2), თორმეტ წუთიანი (12 წთ) ტაიმით.

3.3. თამაშების ჩატარების დროები წინასწარ შეთანხმებული იქნება გუნდების კაპიტნებთან.

3.4. შეთანხმებულ მატჩზე არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ჩაეწერება წაგება.

 

GAU basketball tournament 2019

The tournament is organized by GAU Ambassadors.

The tournament is made up of several stages:

1. Registration starts on the 1st of February and ends on the 19th of February.

2. Balloting will be held on the 20th of February (The rules and the structure of the tournament will be explained to the participants in detail)

3. Awarding: The first-place winner will be awarded the cup, medals and prize money (400 GEL) The second-place winner will be awarded the medals.

In order to participate in the tournament please be aware that:

1.1   The team must have no fewer than 6 players and no more than 8 players. Each player must be an active student at Georgian American university.

1.2   Each team must be made up by the players who study in the same school of GAU, i.e. if one player is a Law student, and the other is a student at the school of medicine, the group will be disqualified.

1.3   The application must not be changed after the tournament is launched.

1.4   One player must not play in more than one team.

For the registration please visit the link http://bit.ly/2Ba8mhN

Rules of the game:

2.1 The rules recognized by the International Basketball Federation (FIBA).

2.2 The team should be made up of maximum 8 players (5 starters, 3 bench players) and minimum of 6 players (5 starters, 1 bench player).

2.3 Substitution is not limited.

2.4 The replaced player can rejoin the game.

The structure of the tournament:

3.1 The structure of the tournament depends on the number of participant teams (Olympic, groups or playoff).

3.2 The game is made up of 2 halves, 15 minutes for each.

3.3 The timetable of the games will be agreed with the captain of the team in advance.

3.4 In case of not being present at the game, the team will automatically be given 0 points and will fail the meeting.