GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სამოქალაქო სამართლის განხრით და იმავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა...

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

რადიოპროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დადებითი ცვლილებისთვის

12 სექტემბრიდან „თავისუფალი ასოციაცია“ სტუდენტებს საინტერესო კონკურსს სთავაზობს. ახალგაზრდებს გადაცემის მომზადება ონლაინრდიო პროგრამის ფარგლებში მოუწევთ, რომელიც საქართველოში „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“, „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ და „სორსფაბრიკის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. 
 
რადიოპროგრამა არის ახალგაზრდებზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, საერთაშორისო ონლაინრადიო პლატფორმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანასწორი პირობებით თანამონაწილეობისათვის. Microwav.fm (ონლაინრადიო პროგრამა) მხარს უჭერს ახალგაზრდულ აქტიურ ჯგუფებს, შექმნან დამოუკიდებელი, კრეატიული და ინფორმაციული ონლაინრადიო პროექტები, რომელთა მიზანია დადებითი ცვლილების განხორციელება საკუთარ საზოგადოებასა და მის ფარგლებს გარეთ. სამუშაო პრიორიტეტებია: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, დემოკრატიული მმართველობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა თუ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის დაუშვებლობა, საზოგადოებისთვის აქტუალური თემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გენდერის საკითხები, სოციალური თემები, გარემოს საკითხები. 
 
კონკურსით დაინტერესებულ სტუდენტებს სწორედ ზემოჩამოთვლილ პრიორიტეტულ საკითხებზე მოუწევთ გადაცემის მომზადება. 
 
თუ ხარ თბილისის რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი (სასურველია, ჟურნალისტიკის მიმართულების) და თვლი, რომ შენთვის მნისვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, ჩაერთე ჩვენს კონკურსში და მიიღე:
 
I ადგილი - 640 ლარი
II ადგილი - 530 ლარი
III ადგილი - 400 ლარი
 
ამისთვის საჭიროა:
 
1. გამოგვიგზავნო შენი რეზიუმე (CV)
2. კითხვაზე პასუხი: თუ რატომ გინდა კონკურსში მონაწილეობა?
3. გადაიღე სელფი შენი უნივერსიტეტის ფონზე, მოგვნიშნე ფეისბუქზე @თავისუფალი ასოციაცია, გამოაქვეყნე შენს გვერდზე, რომ მონაწილეობ ჩვენს კონკურსში და მიიღე დამატებითი ბონუსქულა მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.
მე-3 პუნქტის შესრულება სავალდებულო არ არის, მხოლოდ ბონუსქულების მოსაპოვებლად. პირველი ორი აუცილებლად უნდა გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე tavisupalia@gmail.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.
 
19 სექტემბერს, 16 საათზე, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ტრენინგცენტრში კონკურსით დაინტერესებულთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. მისამართი: ჭოველიძის ქ. 10
მეორე ეტაპისთვის შერჩეული ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგი გადაცემის მომზადების ფორმატზე. გადაცემის ქრონომეტრაჟი 10-15 წუთი უნდა იყოს. 
 
11 ნოემბერს გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც ასევე მოეწყობა კონკურსში ჩართული ახალგაზრდების სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოგამოფენა. 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.tavisupali.ge
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
კონკურსის კოორდინატორი: ეკა მიმინოშვილი
ტელ: 593 96 73 53
ელ.ფოსტა: ekamiminoshvili@gmail.com
 
კოორდინატორის ასისტენტი: ნინო ტაბაღუა
ტელ: 568 82 58 35
ელ.ფოსტა: nini.tabaghua@gmail.com