GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება. სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა...

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2018“ იწყება!

კონკურსი იმართება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ 2012 წლის შემდგომ იმართება.

2018 წელს კონკურსი გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში და მისი ორგანიზატორები არიან „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“. 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.

რატომ არის კონკურსი სტუდენტებისთვის საინტერესო?

კონკურსი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ გამარჯვებულები და მიიღონ სამოგზაურო გრანტი სოციალური მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავენ ორგანიზატორები.

კონკურსის ოქროს სპონსორები არიან:

  • ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“

კონკურსის პარტნიორები არიან:

  • სოციალურ საწარმოთა ალიანსი;
  • განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი;
  • ASB საქართველო;
  • ვიცი;
  • პური მსოფლიოსთვის (BROT).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

http://segeorgia.org/ 

ან შემოგვიერთდით ფეისბუქზე:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

(https://www.facebook.com/CSRDG/?fref=ts&rf=1190851454274069)

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი

(https://www.facebook.com/kedec.ge/?fref=ts)