GAU-ს კურსდამთავრებულები

,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ვფიქრობ, ჩემი წარმატების პირველ ნაბიჯად, უპირველეს ყოვლისა, სწორი უნივერსიტეტის შერჩევა და შემდგომ ამ უნივერსიტეტში მოხვედრა უნდა ჩაითვალოს. გაუ-მ მომცა ცოდნა, მეგობრები, თავისუფლება ჩემს არჩევანში და აბსოლუტურად ყველა ის პირობა შემიქმნა, რომ დღეს თამამად...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სპორტული ღონისძიებების ციკლი ფეხბურთის შიდა ჩემპიონატით გრძელდება. ტურნირის ორგანიზატორები არიან GAU-ს ელჩები.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებას სტუდენტების მხრიდან მოყვება დიდი აქტიურობა, რომელიც შემდგომში შესაძლებლობას მოგვცემს ამ და სხვა ტურნირებს ტრადიციის სახე მივცეთ. გარდა ამისა აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება საინტერესოა, რამდენადაც ტურნირის ბოლოს საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტდება GAU-ს ნაკრები ფეხბურთში, რომელიც სისტემატიურად ივარჯიშებს მწვრთნელთან ერთად და მონაწილეობას მიიღებს საგარეო ტურნირებში, როგორიც არის უნივერსიადა, ბიზნეს ლიგა და სხვა.

ტურნირი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

1. რეგისტრაცია: იწყება 5 ნოემბერს და გრძელდება 12 ნოემბრის ჩათვლით
2. კენჭისყრა: ჩატარდება 14 ნოემბერს საღამოს 7 საათზე მე-200 აუდიტორიაში (სადაც ასევე დეტალურად განვიხილავთ თამაშის წესებს და სტრუქტურას).
3. თამაშები დაიწყება 18 ნოემბერს და დამთავრდება არაუგვიანეს 11 დეკემბერს.
4. დაჯილდოება: გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი, რომელიც იმოგზაურებს ტურნირიდან ტურნირამდე, ხოლო პრიზს ვიტოვებთ სიურპრიზად :).

იმისათვის, რომ ჩაერთოთ ჩემპიონატში გაითვალისწინეთ:

მონაწილეობის წესები

1.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია არაუმეტეს რვა წევრით დაკომპლექტებულ გუნდს, რომლის შემდაგენლობაში შესულ თითოეულ მონაწილეს კავშირი აქვს (სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი და ა.შ) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან.
1.2. შიდა კონკურენციის მიზნით ესა თუ ის გუნდი აუცილებლად დაკომპლრქტებული უნდა იყოს ერთი და იმავე ფაკულტეტის (მიმართულების) სტუდენტებით.
1.3. არ შეიძლება გუნდის განაცხადის შეცვლა ტურნირის დაწყების შემდეგ.
1.4. არ შეიძლება ერთზე მეტ გუნდში თამაში.
1.5. მონაწილეთა სქესი არ არის განსაზღვრული.

გუნდების დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე გადმოწერეთ სარეგისტრაციო ფორმა და შევსებული გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Anichipashvili@gau.ge

თამაშის წესები

2.1. მოქმედებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი ყველა წესი, რომელიც არ არის შეცვლილი ორგანიზატორთა მიერ მომდევნო წესებით.
2.2. თითოეული გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს რვა (8) მოთამაშე: 5 ძირითადი მოთამაშე ( 1 მეკარე და 4 მოედანზე ) და 3 სათადარიგო. 
2.3. არ მოქმედებს თამაშგარის წესი.
2.4. ცვლილებების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
2.5. შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში დაბრუნება.
2.6. წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიცირებული მოთამაშე უნდა შეიცვალოს სათადარიგო მოთამაშით.
2.7. დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება შემდეგ მატჩზე.
2.8. გოლის აღნიშვნის ნებისმიერი შეზღუდვა გაუქმებულია.
2.9. საჯარიმო დარტყმის დროს ბურთსა და დაჯარიმებული გუნდის ფეხბურთელებს შორის მანძილს განსაზღვრავს მსაჯი.
2.10. პენალტი უნდა შესრულდეს კარის ხაზიდან ცხრა (9) მეტრის მანძილიდან.
2.11. გვერდითი ხაზიდან მოთამაშემ ბურთი თამაშში უნდა შემოიტანოს ფეხით.
2.11.1. გვერდითი ხაზიდან შემოტანილი ბურთი არ უნდა იყოს ჰაერში.
2.12 იმ შემთხვევაში თუ გუნდი დააგროვებს 5 ჯარიმას მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა პენალტის დარტყმის უფლება.
2.12.1 ჯარიმების რაოდენობა ბათილდება მეორე ტაიმში და თავიდან აითვლება.

ტურნირის სტრუქტურა

3.1. გათამაშება ტარდება ერთ (1) რაუნდიან ორ (2) ეტაპად: ჯგუფური ეტაპი და ფლეიოფი.

3.2. მატჩი გრძელდება ორი (2), ოცწუთიანი (20 წთ) ტაიმი.

3.3. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გადის ორი (2) გუნდი.

3.4. ფლეიოფში ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნება ორი (2), ხუთწუთიანი (5 წთ) ტაიმი. თუ დამატებითი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნება ცხრა (9) მეტრიანი დარტყმების სერია.

3.5. თამაშების ჩატარების დროები წინასწარ შეთანხმებული იქნება გუნდების კაპიტნებთან.

3.6. შეთანხმებულ მატჩზე არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ჩაეწერება წაგება ანგარიშით 0:3.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ანი ჭიპაშვილი - 598 86 16 80