GAU-ს კურსდამთავრებულები

შ.პ.ს „ავიატორ“

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის...

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სპორტული ღონისძიებების ციკლი 2018 წლის საშემოდგომო სემესტრში ფეხბურთის შიდა ჩემპიონატით იწყება. 

GAU-ს შიდა სპორტულმა ჩემპიონატებმა ერთგვარი ტრადიციის სახე მიიღო, რაც შესაძლებლობას აძლევს GAU-ელებს თავიანთი სპორტული ნიჭი გამოავლინონ არა მხოლოდ შიდასაუნივერსიტეტო ტურნირებში, არამედ მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტთაშორის შეჯიბრებებშიც. ამასთანავე, შიდა ტურნირს ხიბლს ძენს ის ფაქტი, რომ ტურნირის ბოლოს შეირჩევა საუკეთესო მოთამაშეები და დაკომპლექტება GAU-ს საფეხბურთო ნაკრები, რომელიც სისტემატიურად ივარჯიშებს მწვრთნელთან ერთად და მონაწილეობას მიიღებს საგარეო ტურნირებში, როგორიც არის უნივერსიადა, ბიზნეს ლიგა და სხვა.

ტურნირი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

1. რეგისტრაცია: იწყება 3 ოქტომბერს და გრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით
2. კენჭისყრა:
 ჩატარდება 16 ოქტომბერს 4 საათზე მე-200 აუდიტორიაში (სადაც ასევე დეტალურად განვიხილავთ თამაშის წესებს და სტრუქტურას).
3. თამაშები დაიწყება ოქტომბერის ბოლოს.
4. დაჯილდოება: გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი, რომელიც იმოგზაურებს ტურნირიდან ტურნირამდე და ფულადი პრიზი (400 ლარი).

იმისათვის, რომ ჩაერთოთ ჩემპიონატში გაითვალისწინეთ მონაწილეობის წესები:

1.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია არაუმეტეს 8 და არანაკლებ 6 წევრით დაკომპლექტებულ გუნდს, რომლის შემადგენლობაში შესული თითოეული მონაწილე არის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტი.

1.2. ტურნირის წესებიდან გამომდინარე, ესა თუ ის გუნდი აუცილებლად დაკომპლექტებული უნდა იყოს ერთი და იმავე მიმართულების/პროგრამის სტუდენტებით.

1.3. არ შეიძლება გუნდის განაცხადის შეცვლა ტურნირის დაწყების შემდეგ.

1.4. არ შეიძლება ერთზე მეტ გუნდში თამაში.

1.5. მონაწილეთა სქესი არ არის განსაზღვრული.

გუნდების დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა  https://goo.gl/rkyjbB

რეგისტრაციების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.

თამაშის წესები

2.1. მოქმედებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი ყველა წესი, რომელიც არ არის შეცვლილი ორგანიზატორთა მიერ მომდევნო წესებით. 
2.2. თითოეული გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს რვა (8) მოთამაშე: 5 ძირითადი მოთამაშე (1 მეკარე და 4 მოედანზე) და 3 სათადარიგო. 
2.3. არ მოქმედებს თამაშგარის წესი. 
2.4. ცვლილებების რაოდენობა არ არის შეზღუდული. 
2.5. შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში დაბრუნება. 
2.6. წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიცირებული მოთამაშე უნდა შეიცვალოს სათადარიგო მოთამაშით. 
2.7. დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება შემდეგ მატჩზე. 

2.8. გოლის აღნიშვნის ნებისმიერი შეზღუდვა გაუქმებულია. 
2.9. საჯარიმო დარტყმის დროს ბურთსა და დაჯარიმებული გუნდის ფეხბურთელებს შორის მანძილს განსაზღვრავს მსაჯი. 
2.10. პენალტი უნდა შესრულდეს კარის ხაზიდან ცხრა (9) მეტრის მანძილიდან. 
2.11. გვერდითი ხაზიდან მოთამაშემ ბურთი თამაშში უნდა შემოიტანოს ფეხით. 
2.11.1. გვერდითი ხაზიდან შემოტანილი ბურთი არ უნდა იყოს ჰაერში. 
2.12 იმ შემთხვევაში თუ გუნდი დააგროვებს 5 ჯარიმას მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა პენალტის დარტყმის უფლება.
2.12.1 ჯარიმების რაოდენობა ბათილდება მეორე ტაიმში და თავიდან აითვლება.

ტურნირის სტრუქტურა

3.1. ტურნირის სტრუქტურა (ჯგუფური ეტაპი/ფლეიოფი ანდა ოლიმპიური პრინციპი) დამოკიდებული იქნება მონაწილე გუნდების რაოდენობაზე.

3.2. მატჩი გრძელდება ორი (2), ოცწუთიანი (20 წთ) ტაიმი.

3.3. ფლეიოფში ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნება ორი (2), ხუთწუთიანი (5 წთ) ტაიმი. თუ დამატებითი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნება ცხრა (9) მეტრიანი დარტყმების სერია.

3.4. თამაშების ჩატარების დროები წინასწარ შეთანხმებული იქნება გუნდების კაპიტნებთან.

3.5. შეთანხმებულ მატჩზე არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ჩაეწერება წაგება ანგარიშით 0:3.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ანანო ციცვიძე  593-28-32-44; Anano.tsitsvidze@gau.ge