GAU-ს კურსდამთავრებულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

"2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights"..."

პროფესორები და ლექტორები

რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ენების კათედრის გამგე, ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ბაკალავრიატის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, GAU წიგნების აღმასრულებელი დირექტორი, სრული პროფესორი...

GAU-სა და სამედიცინო კორპორაცია ევექსის სტუდენტური პროგრამა

GAU სამედიცინო კორპორაცია ევექსის სტუდენტურ პროგრამაში ჩაერთო.

პროექტი სამედიცინო კორპორაცია ევექსის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სტუდენტების დასაქმებას, საუკეთესო სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდიის დაწესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სხვა.

პროექტის ფარგლებში 15 ოქტომბერს, 2 საათზე #200 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც კორპორაცია ევექსის წარმომადგენლები დაწვრილებით ისაუბრებენ სტუდენტურ დასაქმებასა და სტიპენდიებზე, ასევე გადმოგეცემათ ბრენდირებული საჩუქრები.

პროექტში დარეგისტრირება GAUელებისთვის უფასოა და მოიცავს:

  • სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას
  • ევექსის სტიპენდიის პროგრამას
  • სტუდენტების დასაქმებას
  • სტუდენტებზე მორგებულ პროცესებს და თანამედროვე მიდგომებს
  • უნივერსიტეტის სტუდენტური აქტივობების მხარდაჭერას
  • ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას