GAU-ს კურსდამთავრებულები

ნოვა ტექნოლოჯი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არის არქიტექტორი, Autodesk-ის და Graphisoft-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული პედაგოგი...

GAU-ს ექსკურსიათა ციკლი გრძელდება!

 

ფინალურ გამოცდებამდე ყველა სტუდენტს სჭირდება განტვირთვა და სუფთა ჰაერზე დასვენება, ამიტომ გაზაფხულის სემესტრის მეორე ექსკურსიაზე გავემგზავრებით ბორჯომში, მოვინახულებთ ტიმოთეს უბანს, მწვანე მონასტერს და გავისეირნებთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.  

გელოდებით GAUელებს 20 მაისს, დილის 9:00 საათზე GAU-ს შენობასთან.

  • ტრადიციულად, ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს GAU-ს ადმინისტრაცია.
  • ექსკურსიაში მონაწილეობის თანხა შეადგენს 35 ლარს. ფასში შედის: მგზავრობა, სამხარი, ვახშამი.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. თუ მსურველთა რაოდენობამ გადააჭარბა ადგილების რაოდენობას, უპირატესობა მიენიჭება რეგისტრირებულთა რიგითობას.

მონაწილეობის მსურველები გადადით ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა - https://goo.gl/Ho9H3p

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ანგარიშსწორებისთვის დაგვიკავირდით მითითებულ ნომერზე 593283244

ან თანხა ჩარიცხეთ საბანკო მისამართზე - GE56TB7727045068100002 (ანი ციცვიძე). დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.