GAU-ს კურსდამთავრებულები

,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

აქვე მინდა ავღნიშნო, წარმატებად ითვლება ის, რომ ლექციას გიკითხავს და გასწავლის ისეთი პროფესორი როგორიც მზია თოდუაა სხვა უნივერსიტეტებს გაუ-სგან განსხავებით არ აქვს ასეთი „ფუფუნება''. მისი ნასწავლით გრძნობ, რომ სხვა უნივერსტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით ბევრად წინ...

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

GAU PR კლუბი

GAU-ს საუნივერსიტეტო ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა, რამდენადაც GAUელები ამას მოინდომებენ. GAU-ს PR ჯგუფის მიდგომა ასეთია - ყველაფერი სტუდენტებისთვის სტუდენტებთან ერთად!
კონკურსი „GAUპიარე“

  • მიზანი: სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და ღონისძიებებში GAUელების მეტი ჩართულობა.
  • პირობები: კონკურსში მონაწილეობა GAU-ს ნებისმიერი სკოლისა და კურსის სტუდენტს შეუძლია.

შესარჩევი ტური: შეავსეთ უმარტივესი აპლიკაცია 26 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/a/gau.ge/forms/d/1rpI5nZuON4KMPXQ3RjI3MDljHCSxumhIJheBmJU02VE/viewform?edit_requested=true

გასაუბრება აპლიკანტებს ჩაუტარდებათ 9-10 თებერვალს. 

შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ თვისებებს:

  • კომუნიკაბელური/პრეზენტაბელური
  • მოტივირებული
  • აქტიური 
  • ერთგული
  • შემოქმედებითი
  • პუნქტუალური

ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება-შესრულების შემდეგ კი გამოვლინდება თითო სკოლის თითო საუკეთესო წარმომადგენელი ანუ GAU-ს 5 სტუდენტური PR მენეჯერი.

სამუშაოს აღწერილობა (სამუშაო შესრულდება GAU-ს მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელობით):

  • GAU-ს შიდა და გარე ღონისძიებების კონცეფციის ერთობლივად შემუშავება და განხორციელება.
  • ღონისძიებების, კონკურსების, არსებული ვაკანსიების, მოხალისეობრივი ჯგუფების შეკრებისა და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
  • ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში დახმარება (საჭიროებისამებრ ფოტოგადაღება, დეკორაციის მოწყობა, ლოჯისტიკური საკითხები)
  • საკუთარი სკოლის (ფაკულტეტის) სტუდენტებთან მუდმივი კონტაქტი.
  • პროექტებში ჩართულობის ინტენსივობა განისაზღვრება თვეში საშუალოდ 4 შეხვედრით. გრაფიკი მორგებული იქნება სასწავლო პროცესს.

GAU-ს სტუდენტურ PR მენეჯერებს გაწეული სამსახურისთვის გადაეცემათ:

  • GAU-ს სასერტიფიკატო კურსებიდან მათთვის სასურველი პროგრამის ვაუჩერი
  • სპეციალური რეკომენდაცია მიღებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • 400 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც GAU-ში სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი სწავლის საფასურის ნაწილობრივ დასაფარად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 19 51 19